მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავების მიმოხილვა - პავლე მოციქულისა წიგნი გალატელთა მიმართ

წყაროს მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

თავნი გალატელთა ებისტოლისანი

ა̂. შემდგომად დაწყებისა ებისტოლისა — თხრობაჲ ჰურიაობისაგან მოქცევისა თჳსისაჲ გამოცხადებით.

ბ̂. მოციქულთა მიერ წამებისათჳს და სარწმუნოებით ცხორებისა და ერთობისა მის მათისა.

გ̂. პეტრეს მიმართ სიტყჳსგებისათჳს, ვითარმედ სარწმუნოებითა და არა შჯულითა არს ცხორებაჲ.

დ̂. ვითარმედ სარწმუნოებისა მიერ მიეცემის სიწმიდე და არა შჯულისა.

ე̂. ვითარმედ აბრაჰამიცა სარწმუნოებითა განმართლდა და სახე ჩუენდა იქმნა.

ვ̂. ვითარმედ შჯული არა განამართლებს, არამედ ამხილებს და წყევასა შესთხევს, რომელი დაჰჴსნა ქრისტემან.

ზ̂. ვითარმედ არა შჯულისაგან, არამედ აღთქუმისაგან არიან კეთილნი, ხოლო შჯული — განმამზადებელი მხილებისა მიერ.

ჱ̂. ვითარმედ შჯულსა ქუეშე იყვნეს შჯულსა შინა მყოფნი.

თ̂. ვითარმედ რომელთა აზნაური იგი ცოლი აბრაჰამისი და ჭეშმარიტი ძე სახე გუექმნნეს, არა ჯერ-არს დამონებაჲ შჯულისაჲ.

ი̂. ვითარმედ ჩინებაჲ ჩუენი არა თანამდებ არს წინადაცუეთისა და შჯულისა ქრისტეს ვნებისა მიერ.

ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ.

ი̂ბ. გარე-მიქცევაჲ წინადაცუეთისა მასწავლელთაჲ და სწავლაჲ ახლისა ცხორებისა სულიერისაჲ.