მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასიტყვა - პავლე მოციქულისა წიგნი კოლასელთა მიმართ

წიგნის მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

უწყებაჲ მიზეზსა კოლასელთა ეპისტოლისასა

კოლასელთა მიმართ წარსცემს ჰრომით. არღა სადა ეხილვნეს იგინი, არამედ ასმიოდა მათთჳს. და ესე არს მიზეზი ებისტოლისაჲ ამის, რამეთუ კოლასელთაჲ ენება ვიეთმე ცთუნებაჲ სიბრძნითა საწარმართოჲთა ქრისტეს სარწმუნოებისაგან და შჯულიერთა ჭამადთაგან და წინადაცუეთისა. ესე უკუე ცნა მოციქულმან, და მიუწერს წიგნსა ამას სახითა სწავლისაჲთა.

და პირველად ჰმადლობს ღმერთსა და აუწყებს მოქცევასა მათსა ბნელისაგან ნათლად ჭეშმარიტებისა, და ვითარმედ ქრისტე, რომლისა მიმართ ჰრწმენა, ხატი არს ღმრთისაჲ და სიტყუაჲ, რომლისა მიერ ყოველი შეიქმნა, და ვითარმედ შუენოდა მას, ვითარცა შემოქმედსა, რაჲთა იქმნეს პირმშო დაბადებულთა, და პირმშო მკუდართა, რაჲთა ორივე შეაერთოს, და ცხოველ ყვნეს ყოველნი; და ამცნებს მათ, რაჲთა დაადგრენ სარწმუნოებასა ზედა; და აუწყებს, ვითარმედ თჳთ იგი მსახური არს სახარებისაჲ მის, რომელი მიეთხრა მათდა, და ესრეთღა — შჯულისათჳს და მას შინა ჭამადთა და დღეთა და წელთა მიუთხრობს, და უჩუენებს, ვითარმედ ამიერითგან დაცხრომილ არს ძუელი შჯული და წინადაცუეთაჲ, და აქაცა უბრძანა მშობელთა და შვილთა, მამათა და დედათა, მონათა და უფალთა, მორჩილებაჲ და წესიერებაჲ; და ასწავა რაჲ ჩუეულებისაებრ, დაასრულა ებისტოლე ესე, და ამცნებს, რაჲთა რაჟამს აღმოიკითხონ წიგნი ესე, ლავდიკიასცა წარუკითხონ, და ლავდიკიაჲთ, რაჲთა კუალად მათვე აღმოიკითხონ.