მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავების მიმოხილვა - პავლე მოციქულისა წიგნი კოლასელთა მიმართ

წყაროს მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

თავნი კოლასელთა ებისტოლისანი

ა̂. მადლობაჲ კოლასელთაჲ საკუთრებისათჳს ღმრთისა სასოებითა.

ბ̂. ლოცვაჲ მათთჳსვე, სიბრძნისათჳს სულიერისა და მოღუაწებისა საქმეთა მიერ; და ძალისათჳს მოთმინებისა, მადლობითურთ, და თჳსებისა მისთჳს სიწმიდით.

გ̂. ქრისტეს მიერ გამოჴსნისათჳს და დაბადებისა და განახლებისა, შეერთებითა ღმრთეებისაჲთა.

დ̂. დაგებისათჳს წარმართთაჲსა გუამითა მით ქრისტესითა და ვნებითა სარწმუნოებისა მიერ.

ე̂. ტკივილთა შინა და ჭირთა სწავლისა მისისათჳს და მოძღურებისა, რაჲთა განახლებულნი წარუდგინნეს ღმერთსა, რომელთაცა ჰრწმენეს.

ვ̂. რაჲთა არა ჰყვებოდინ კაცობრივსა სიბრძნესა მაცთურსა, რომელთა აქუნდეს ქრისტეს მიერი სიბრძნე.

ზ̂. ვითარმედ ღმრთისა თანა შეერთებასა შჯულისაცა წესი აქუს სულიერად, რაჲთა ქრისტეს თანა ცხოველ იყვნენ.

ჱ̂. ვითარმედ ჴორციელისა მის შჯულისა წესნი ჴორციელთათჳს არიან მარჯუე, არა სულიერთათჳს, რომელნი ძალითა ღმრთისაჲთა ცხოვნდებოდიან.

თ̂. მცნებაჲ განწმედისათჳს და სიწმიდისა, კაცთმოყუარებისა, ღმრთისმოყუარებისა, სწავლისმოყუარებისა, ფსალმუნებისა და ღმრთისსათნოჲსა ქცევისათჳს სადიდებელად მისა.

ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ და თითოსახე სწავლაჲ.