მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასიტყვა - პავლე მოციქულისა წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი

წიგნის მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

უწყებაჲ მიზეზსა კორინთელთა პირველისა ებისტოლისასა

ხოლო კორინთელთა მიმართ პირველსა წიგნსა მისწერს ეფესოჲთ ასიისაჲთ, რამეთუ ეხილვნეს იგინი და ესწავა მათდა, რომელსაცა-იგი მოაჴსენებს წიგნითა ამით.

ხოლო მიზეზი ებისტოლისაჲ ამის ესე არს, რამეთუ კორინთელნი მრავალთა რათმე ცილობათაგან განიწვალებოდეს გონებითა; და იყვნეს მათ შორის , რომელმან-იგი მამის ცოლი შეირთო. და სხუათა ენება განშორებაჲ ცოლთა მათთაჲ მიზეზითა მოღუაწებისაჲთა. და რომელნი საკერპოთა შინა ჭამდეს, ვითარმცა რაჲ ბრალი აქუნდა ჭამად ნაევთაგან. ხოლო სხუანი სხუათა შეცხ-ჰყოფდეს. ხოლო რომელნი ენათა იტყოდიან, დიდად შეერაცხნეს. და აღდგომისათჳს მკუდართაჲსა სცებოდეს, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ ჴორცნი ესე არა აღდგებიანო.

ამათ ყოველთა მიზეზთათჳს მიუწერა ერმან მოციქულსა. და ესრეთ ყოველთა მიუწერს წიგნსა ამას. და პირველად წამებს გონიერებასა მათსა და მეცნიერებასა. ხოლო აბრალებს მათ ჴდომათა მათთჳს და განხეთქილებათა, და განაზრახებს, რაჲთა სათნოებაჲ არა სიტყჳთა, არამედ საქმითა და ძალითა მოიგონ. და მერმე შეჰრისხნა, რომელმან-იგი მამის ცოლი შეირთო. და ამცნო, რაჲთა არა აქუნდეს საშჯელი ურთიერთას. და მერმე მიუწერს მათ პასუხსა, რომლისათჳს-იგი მიუწერეს. ქორწილისათჳს უკუე ასწავებს, ვითარმედ განუყოფელ არს მეუღლებაჲ, და რაჲთა ჟამ რავდენმე ხოლო მოიცლიდენ ლოცვისათჳს. ხოლო სიწმიდისათჳს და ქალწულებისა მიუწერს, ვითარმედ არა იძულებით, არამედ ნებსით იქმნებოდენო. და მერმე ნაკერპავთათჳს ეტყჳს, რაჲთა მეცნიერებით არა მიიღებდენ, და რაჲთა სიყუარულით მოქალაქობდენ. და დააყენებს საკერპოთა შინა ჭამათა და სუმათა, რაჲთა არა დაჰბრკოლდენ მცირენი. და ესრეთ მადლთათჳს სულიერთა მისწერს, რაჲთა არა განსწვალებდენ მადლთა, არცა დააკნინებდენ გინა განადიდებდენ, რომელთა-იგი აქუნდენ, რამეთუ ყოველივე ერთისა სულისაგან არს. და აღდგომისათჳს ასწავებს, ვითარმედ ჴორცნი აღდგებიან; და რამეთუ დაეთესვის ხრწნილებით, ხოლო აღდგების უხრწნელებით, მადლითა ქრისტესითა. ხოლო აღდგომასა ქრისტეს აღდგომიაგან დაამტკიცებს, და აღსასრულსა სწავლისა სიტყუათა მიუწე და მსახურებისათჳს წმიდათაჲსა ამცნებს, და ესრეთ აღასრულებს ებისტოლესა თჳსსა.