თავნი კორინთელთა ა̂ ებისტოლისანი
ა̂. შემდგომად დაწყებისა ასწავებს, რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდებისმოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა,
-
რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს,
-
რომელსა შინა იტყჳს საღმრთოთა მათ მსახურთათჳს,
-
და არა განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა,
-
და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ.
ბ̂. მეძავთა მიმართ და სიძვისა, და რომელნი ამათ ეზიარებოდინ გინათუ თანა-აღერეოდინ.
გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი, და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე.
რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს.
დ̂. ქორწინებისათჳს და ქურიობისა და უქორწინებლობისა.
-
რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განიშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ.
-
სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა.
ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა,
-
რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს,
-
და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს.
ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა.
-
და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რომელი გჳჴმდეს,
-
და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ.
ზ̂. ზიარებისათჳს ღმრთივშუენიერისა და აღმავსებელისა მადლითა საღმრთოჲთა.
ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა და მსახურებათა მათთაჲსა და განგებათა,
-
რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ: სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა,
-
და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა.
თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა,
-
რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად განგებისა.
-
მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა.
-
დიდებად და ძალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს.