„უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი; რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაჲ მისი, და ჭეშმარიტება უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე.“ ().
1. წარმართთა ქება და ქრისტეს ჭეშმარიტება
ყველასთვის უეჭველად ცხადია, რომ ეს სიტყვები მორწმუნეთა ეკლესიის შესახებ წინასწარმეტყველებაა და იმ ქადაგების წინასწარი უწყება, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. რადგან ფსალმუნი არა მხოლოდ ერთ, ორ ან სამ ერს მოუწოდებს, არამედ მთელ ხმელეთსა და ზღვას. სწორედ ეს აღსრულდა, როცა ქრისტეს მოსვლა გამობრწყინდა. შემდეგ ცხონების მიზეზსაც ასახელებს: მოწოდებულნი არა საკუთარი კეთილი საქმეების გამო, არც ცხოვრების წესისა და კადნიერების გამო, არამედ მხოლოდ კაცთმოყვარეობით ცხონდნენ. რადგან ამბობს: „განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაჲ მისი“ (), ესე იგი, განმტკიცდა, გაძლიერდა, კლდეზე უფრო მტკიცე გახდა. რადგან მისი წყალობა დღითიდღე მატულობს. „და ჭეშმარიტება უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე“ (). რადგან სწორედ მაშინ განსაკუთრებით გამობრწყინდა ჭეშმარიტება. ამიტომაც ასე თქვა, რადგან ძველი აღთქმისეული ყოველივე სახე და ჩრდილი იყო. ამასვე ცხადყოფდა მახარებელიც, როცა ამბობდა: „სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა“ ().
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.