მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 1:12

11. For it hath been declared unto me of you, my brethren, by them which are of the house of Chloe, that there are contentions among you.12. Now this I say, that every one of you saith, I am of Paul; and I of Apollos; and I of Cephas; and I of Christ.13. Is Christ divided? was Paul crucified for you? or were ye baptized in the name of Paul?
1 Corinthians თავი 1
12. Now this I say, that every one of you saith, I am of Paul; and I of Apollos; and I of Cephas; and I of Christ.
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ვიტყჳ ამას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს: მე პავლესი ვარ, მე კეფაჲსი ვარ, მე აპოლოჲსი ვარ (1,12).:

თარგმანი: რაჲ არს ესე თუ — "ამას ვიტყჳ"? — გარნა ესე არს, ვითარმცა იტყოდა თუ: სიტყუად ვიტყჳ ამას, ვითარმცა იტყოდეთ თუ ესევითართა ამათ სიტყუათა; რამეთუ არა თუ იგინი იტყოდეს ესრეთ, თუ "მე პავლესი ვარ" და "მე აპოლოჲსი ვარ", არამედ სიტყუად თქუა ესე და მოასწავებდა მათ შორის მყოფთა მათ მდიდართა და ფილაფოსთა, რომელთა შეუდგეს იგინი. ხოლო ესე შორის-შემოიღო სიტყუაჲ, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ, უკუეთუ ამათ სიტყუათა თქუმაჲ თუ — "მე პავლესი ვარ" და "მე —კეფაჲსი" და "მე — აპოლოჲსი", რომელნი-ესე ერთ-ვართ ყოველნი, და არა კეთილ არს ესრეთ სიტყუად; რავდენ უმეტესად ბოროტ არს, რომელ იტყჳთ თუ: ჩუენ მის მდიდრისა ანუ მის ფილაფოსისანი ვართ, რომელნი-იგი ჰყვენით მოძღუარ თავისა თქუენისა.

ხოლო აპოლო იყო პირველი ეპისკოპოსი კორინთისაჲ.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ვიტყჳ ამას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, ხოლო მე აპოლლოჲსი, ხოლო მე კეფაჲსი, ხოლო მე ქრისტესი (1,12).:

თარგმანი: განმარტებად იწყო, "ხოლო ვიტყჳ ამას", არამედ არა მარტივად ეტყჳს ბრალსა მათსა, არამედ მიფარულად-რე, რამეთუ არა ამას იტყოდეს იგინი, ვითარმედ: "მე პავლესი ვარ", და შემდგომსა ამისსა, არამედ ქრისტეს თანა მოციქულნიცა მისნი შეურაცხ-ექმნნეს, ვითარცა გლახაკნი და უსწავლელნი; და ბრძენნი ვინმე და მდიდარნი, წარმოესხნეს მოძღურად თჳსსა, ვითარცა შეკდიმებულთა სიგლახაკისათჳს და უსწავლელობისა მოძღუართაჲსა. ამისთჳს მოციქული ძირითურთ აღმოჰფხურის მათგან ვნებასა ამას, ვითარმედ: არა ხოლო უცხონი ვინმე და უზიარებელნი , არამედ ესე თქუენნი სახელდებულ და ბულ მყვნეთ თქუენ ზედა წოდებულსა მაგას სახელსა ქრისტესსა, არავე უცოდველ, არცა უბრალო იყვნეთ. და უკუეთუ ჩუენთჳს იბრალებით, რაოდენ უფროჲს — უცხოთა მათთჳს!

ხოლო შენ იხილე სიმდაბლე მოციქულისაჲ, ვითარ ქუეით აღმართ ჰყოფს მეტყუელებასა და ქუეშე კერძო აპოლოჲსსა დასუამს თავსა თჳსსა, ხოლო პეტრეს მიაახლებს ქრისტესა, ვითარცა უპირატესსა თჳსსა, და ეგრეთღა იტყჳს: "მე — ქრისტესი". არათუ ზოგთა...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2003 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიის ღვთისმოყვარე, მშვიდობისმოყვარე სამწყსოს:

„თუკი ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ“ ()

ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ღვთივდაცულნო შვილნო ივერიისა, საქართველოს მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ დროებით მცხოვრებნო თანამემამულენო, ისმინეთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიტყვები და ღრმად აღიბეჭდეთ გულში: „ამას იტყვის წმიდაჲ იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰხშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ დანაღოს დახშული იგი. ვიცნი საქმენი შენნი. აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს“ (გამც. 3,7-8).

აი, ჩვენს წინაშეა გახსნილი კარი ცათა სასუფევლისა. ამ უნაპირო წყალობით მაცხოვარმა დაგვაჯილდოვა.

ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !

აღსდგა ღმერთი, „რომელიც მიცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო, და აღსდგა ჩვენს განსამართლებლად“(). გიხაროდეთ!

აღსდგა სიკვდილის...

სრულად ნახვა
თავი ე̂. საღმრთოჲსა დიდებისათჳს და წმიდისა მოქალაქობისა, და ვითარმედ "წმიდათა მიერ იცნობები"
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა თუ თავთა თჳსთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს, უფალსა (4,5).:

...აჲ, რაჲთა თავსა თჳსსა დიდებასა მოუყიდდეს სახარებითა ქრისტესითა. ამისთჳს აწ იტყჳს, რაჲთა არცა ვინ თავსა თჳსსა იკადრებდეს ქადაგებად, რაჲთამცა მათგან სახელ-იდებოდეს მოწაფენი ქრისტესნი, ვითარ-იგი პირველსა ებისტოლესა შინა ამხილებს მათ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: "მე პავლესი ვარ, მე — აპოლლოჲსი, მე — კეფაჲსი" (), რომლითა განაქიქებს ცრუმოძღუართა მათ და ცრუმოციქულთა, რომელნი-იგი თჳსითა სახელითა სახელ-სდებდეს მოწაფეთა მათ. და კუალად, ამასვე სიტყუასა საშიშ ჰყოფს, ვითარ-იგი მოძღუართათჳს, რაჲთა არავის უწოდდენ თჳსად, არამედ ქრისტე იესუჲსდად, რომელსა იგინი ქადაგებენ; ეგრეთვე მოწაფეთათჳს, რაჲთა არავის შეურაცხ-ჰყოფდენ ჭეშმარიტთა მოძღუართაგანსა, რამეთუ ვითარ-იგი პატივი, ეგრეთვე შეურაცხებაჲცა მათი ქრისტესდად მიიწევის, რომლისაცა იგინი ქადაგ არიან.

მოციქულისაჲ: ხოლო თავთა ჩუენთა — მონად თქუენდა იესუჲსთჳს (4,5).

თარგმანი: მონებასავე თანა მიზეზსაცა იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს ვიტყჳთ თავთა ჩუენთა მონად თქუენდა, რამეთუ ესოდენ შეყუარებულ ხართ ყოველთა მეუფისაგან და მაცხოვრისა იესუჲსსა, ვიდრემდის მანვე პირველ აღმომაბრწყინვებელმან მსოფლიოჲსა ამის ნათლისამან განგანათლნა თქუენ.

მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად...

სრულად ნახვა