თარგმანი: ჯუარი შერაცხილ არს უგუნურთა მათ მიერ სისულელედ, არამედ იგი უბრძნეს არს ყოველთა კაცთასა. და ქადაგებაჲ იგი ქრისტიანობისაჲ შერაცხილ არს სისულელედ, არამედ იგი უბრძნეს არს ყოვლისა სოფლისა. ვითარ? — გარნა ესრეთ, რამეთუ ბრძენნი იგი და ფილაფოსნი სოფლისანი ცუდთა და ჭეშმარიტად ცოფთა საქმეთა გამოძიებასა შეუდგეს, და ყოველნი მორჩილნი მათნი უფსკრულთა ჯოჯოხეთისათა შთაჴადნეს, ხოლო ჯუარმან და ქადაგებამან მან ქრისტიანობისამან მათცა პირი დაუყო და ყოველი აცხოვნა, რომელი-იგი წინაშე მათსა სისულელედ ჩნდა. და ამაოთა მათ ბრძენთა საჴსენებელიცა არა ჩანს სოფელსა შინა, ხოლო ქადაგებამან მან ჯუარცუმულისამან, მოციქულთა მათ უსწავლელთა მიერ ქადაგებულმან, ყოველი სოფელი აცხოვნა და დაიპყრა.
1 Corinthians 1:25
თარგმანი: სულელ ღმრთისა ჯუარსა უწოდს, რომელი-იგი დაღაცათუ წარმართთა სისულელედ შეჰრაცხეს, არამედ ესოდენ უბრძნეს არს იგი ბრძენთა, რომელ მათ ვერცა ერთი ვინ აცხოვნეს, ვითარცა ამაოებისა მიდევნებულთა, ხოლო ჯუარმან ყოველი სოფელი ესრეთ აღმოიყვანა უფსკრულით წარწყმედისა, ვითარ-იგი სახედ მისსა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ შთაყოფილმან ტარმან აღმოიქუა ცულის პირი თჳსი. და კუალად, უძლურ ღმრთისა იგივე ჯუარი არს, რომლისა სახელსა ბევრეულნი დაშრეტად გულსმოდგინე იქმნნეს, ხოლო იგი უფროჲს და უმეტეს ყუავის, და აღემატების ყოველთა შორის ქადაგებაჲ ჯუარისა და ჯუარცუმულისაჲ.
დიონოსისი: არა ხოლო ყოველი კაცობრივი მოგონებაჲ საცთურეან იწოდების მტკიცეთა მათ მიერ და მდგომთა, საღმრთოთა სრულებათა გულისჴმის-ყოფისა, არამედ ჩუეულებაჲცა არს ღმრთისმეტყუელთაჲ, რაჲთა წინააღმდგომებით შემოღებულთა სიტყუათა მიერ და ნაკლულთა ჰყოფდენ...
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომელნი-იგი სოფელსა ამას ბრძნად შერაცხილ იყვნეს, შეარცხჳნა ღმერთმან უძლურთა მიერ და მეთევზურთა კაცთა.
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის