📋 სარჩევი
სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი
ესე ებისტოლჱ მიუწერა ეფესოჲთ კორინთეს, რამეთუ პირმელ ექადაგა მათ შორის და მერმე აწ მიუწერს. ხოლო მიზეზი ესე იყო, რამეთუ კორინთელნი განიწვალებოდეს და შფოთებდეს ურთიერთას და იყო მათ შორის შფოთი და ერთსა ვისმე მამის ტოლი ცოლად შეერთო და არას ეტყოდეს მას. და სხუათა უნდა ცოლთა მათთა დაგდებაჲ მიზეზითა ტყუვილისა მოღუაწებისაჲთა, და ვიეთნიმე საკერპოთა შინა ჭამდეს, ვითარმცა არას ავნებდა კერპთა შეწირული; და სხუანი სხუათა მადლთა ღმრთისათა შეურაცხ-ჰყოფდიან, ხოლო რომელნი ენათა იტყოდიან, მათ შეიწყნარებდეს. და მერმე სცთებოდეს აღდგომისათჳს და იტყოდეს, ვითარმედ არა აღდგებიან ჴორცნი ესე. და ამის ყოველთჳს მიუწერა ერმან მოციიქულსა და ამისთჳს მიუწერს ებისტოლესა ამას.
პავლესი: ქლოველთაგან (1,11).
თარგმანი: ქლოველნი არიან წოდებულ წინამძღუარნი იგი, რომელნი იყვნეს მათ შორის, რომელთაცა მიუწერეს ყოველივე მოციქულსა, რამეთუ ქლოველი გამოითარგმანების გამომეძიებელად, რომლნი-იგი მათ შორის გამომეძიებელნი იყვნეს და წინამძღუარნი, თავნი ერისანი.
პავლესი: ნათელ-ვეც სტეფანაჲს სახლსა (1,16).
თარგმანი: სტეფანა არს იგი მესაპყრობილეთ მთავარი, რომელსა ეგულებოდა ღამესა მას თავისა თჳსისა მოკლვაჲ, და ნათელ-იღო სახლეულით თჳსითურთ.
პავლესი: გან-რაჲმე-აცოფა ღმერთმან სიბრძნე ამის სოფლისაჲ (1,20).
თარგმანი: რაჟამს-იგი არსებითმან მან სიბრძნემან ღმრთისამან უსწავლელთა კაცთა მიანდო ქადაგებაჲ იგი ზეცისა საქმეთაჲ, მაშინ უჩინო იქმნა წარმართთა იგი სიბრძნე და მოციქულთა — გამოჩნდა.
პავლესი: ჰურიათა საცთურ (1,23).
თარგმანი: ამისთჳს, რამეთუ იტყოდეს წინაჲსწარმეტყუელებანი და არა ჰრწმენა აღსრულებაჲ მათი.
პავლესი: და წარმართთა სისულელე (1,23).
თარგმანი: ამისთჳს, რამეთუ ზღაპრად შეერაცხა მათ ესე, თუ ღმერთიმცა კაც იქმნა და თუ ძჱ უვის ღმერთსა და ვითარმედ ჯუარს-ეცუა იგი.
პავლესი: რამეთუ უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერეს კაცთასა არს (1,25).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომელნი-იგი სოფელსა ამას ბრძნად შერაცხილ იყვნეს, შეარცხჳნა ღმერთმან უძლურთა მიერ და მეთევზურთა კაცთა.