მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 1:26

25. Because the foolishness of God is wiser than men; and the weakness of God is stronger than men.26. For ye see your calling, brethren, how that not many wise men after the flesh, not many mighty, not many noble, are called:27. But God hath chosen the foolish things of the world to confound the wise; and God hath chosen the weak things of the world to confound the things which are mighty;
1 Corinthians თავი 1
26. For ye see your calling, brethren, how that not many wise men after the flesh, not many mighty, not many noble, are called:
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ იხილეთ-ღა ჩინებულებაჲ ეგე თქუენი, ძმანო (1,26).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: იხილეთ-ღა და გულისჴმა-ყავთ, თუ რაბამი ძალი აქუს ჩინებასა მას, რომლითა იჩინენით, რომელ არს ქრისტიანობაჲ, რამეთუ არა ბრძენთა მიერ ჴორციელთა, არამედ უსწავლელთა მიერ ეგევითარნი და ღმრთივშუენიერნი საქმენი გასწავლნა და კუალად, თქუენ უსწავლელნი ეგე მრავალნი ესევითარსა გულისჴმის-ყოფასა მოგიყვანნა, რომელსა ვერ მისწუთეს ყოველნი ბრძენნი სოფლისანი.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ იხილეთ-ღა ჩინებულებაჲ ეგე თქუენი, ძმანო. არა მრავალნი ბრძენ არიანა ჴორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიანა, არა მრავალნი აზნაურ არიანა? (1,26).:

თარგმანი: რომელთამე სამოციქულოთა წიგნთა ნაცვალად "თქუენისა" —"ჩუენი" პოვნილ არს, ვითარ იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ხედევდით ჩინებულებასა ჩუენსა, ძმანო. ხოლო ესე ზოგად ყოველთა მიერ უსაკუთრეს არს, რაჲთა არა კითხვის სახედ წარიკითხვოდინ სიტყუანი ესე, არამედ ესრეთ, ვითარმედ: არა მრავალნი ბრძენ არიან ჴორციელად; არა მრავალნი ძლიერ არიან; არა მრავალნი აზნაურ არიან. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: "განიცადეთ-ღა, თუ რაბამ დიდად შემძლებელ არს ჩინებულობაჲ, რამეთუ წოდებასა ამას ჩუენსა არა მრავალნი მოსრულ არიან და ძლიერთა და აზნაურთაგანნი! ხოლო "ჴორციელადი" ზოგად სამთათჳსვე უთქუამს, ვითარმედ: ესევითარი იგი სიბრძნე და ძლიერებაჲ და აზნაურებაჲ — ჴორციელნი ოდენ არიან და ჴორცთა ატივნი გარეშენი, და არა შინაგანნიცა და სულისანი. ხოლო არა იტყჳს, ვითარმედ: "არცა ერთი ვინ არს სარწმუნოებად ნდა მოსრული, ბრძენთა და ძლიერთა და აზნაურთაგანი, არამედ არა მრავალნი არიანო, თჳნიერ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის