თარგმანი: რომელნიმე გამოეძიებენ ამის სიტყჳსათჳს და იტყვან, ვითარმედ: რაჲსათჳს ზემო ჰრქუა მათ, ვითარმედ "ყოვლითა განმსდიდრდით, ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა", და აქა კუალად იტყჳს, "რაჲთა არარაჲთა ნაკლულევან იყვნეთო, არცა ერთითა მადლითა"; და კუალად ქუემორე ჴორციელად სახელ-სდებს მათ და იტყჳს, ვითარმედ: "ჯერეთ ჴორციელ ხართ თქუენ". ამას უკუე ვიტყჳთ, ვითარმედ მრავალთა სიტყუაჲ მოეზავებოდა და მრავალთა — იგი; რამეთუ არა შესაძლებელ იყო, თუმცა ეგოდენ დიდსა მას კრებულსა შორის ანუ-მცა ყოველნი სრულნი იყვნეს, ანუ-მცა ყოველნი ჩჩჳნი და უძლურნი.
1 Corinthians 1:7
6. Even as the testimony of Christ was confirmed in you:7. So that ye come behind in no gift; waiting for the coming of our Lord Jesus Christ:8. Who shall also confirm you unto the end, that ye may be blameless in the day of our Lord Jesus Christ.
1 Corinthians თავი 17. So that ye come behind in no gift; waiting for the coming of our Lord Jesus Christ:
თავი ა
მოციქულისაჲ: რაჲთა არარაჲთა ნაკლულევან იყვნეთ, არცაღა ერთითა მადლითა (1,7).:
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
მოციქულისაჲ: რაჲთა თქუენ არარაჲთ ნაკლულევან იყვნეთ, არცა ერთითა რაჲთ მადლითა (1,7).:
თარგმანი: საძიებელ არს ვიეთგანმე, თუ ვითარ ზემორე ყოვლით კერძო განმდიდრებულად ყოვლითა სიტყჳთა და მეცნიერებითა უწოდს კორინთელთა, და აქა კუალად მადლთა მიერითა უნაკლულოებითა აღამაღლებს ქებასა მათსა. ხოლო მცირედ ქუემო-რე ეტყჳს, ვითარმედ: ჯერეთ ჴორციელვე ხართო, რომელი-ესე ძაგებაჲ არს. ცხად არს, ვითარმედ, ვინაჲთგან ვერ ეგების, შორის დიდძალისა კრებულისა მრავალთაჲსა, რაჲთამცა არა იყვნეს სრულნიცა და უსრულნიცა რამეთუ არცა ყოველთა სრულობაჲ ეგების, არცა ყოველთა სიჩჩოჲ და უსრულობაჲ. ამისთჳს ორითავე ამით ჟამიერად განჰზავებს სიტყუათა თჳსთა, რაჲთა არა ხოლო ქებისა მიერ განამტკიცოს სრულებაჲ სრულთაჲ, არამედ ძაგებისა მიერცა აღავსოს ნაკლულევანებაჲ იგი უსრულთაჲ.
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის