თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ დაამდაბლნა გონებანი მათნი, რამეთუ თქუა რაჲ თუ "მტკიცე გყვნეს", უჩუენა, ვითარმედ შერყეულნი იყვნეს, რამეთუ სიმტკიცე მას უჴმს, რომელი შიშსა შინა დაცემისასა იყოს. ხოლო, თქუა რაჲ თუ "უბრალონი", გამოაჩინა, ვითარმედ ბრალსა ქუეშე იყვნეს.
1 Corinthians 1:8
თარგმანი: დამტკიცებაჲ რაჲ თქუა, ცხად-ყო ჯერეთ შერყეულობაჲ მათი, და "უბრალოებითა" განუცხადა, ვითარმედ ჯერეთ ბრალსა ქუეშე არიან; ესე იგი იყო ბრალი, რამეთუ ქრისტეს მიერ გამოჴსნილნი კაცთა ვიეთმე მიეჩემებოდეს. ამისთჳს უფროჲს ყოველთა ებისტოლეთასა ამას ებისტოლესა შინა მოიჴსენებს სახელსა ქრისტესსა ზედაჲსზედა და მრავალგზის, რაჲთა, ვითარცა მთრვალთა კაცობრივისა რაჲსმე სიბრძნისაგან, განფრთხობა-სცეს, და მხოლოდ ქრისტესა ოდენ შემშჭუალნეს გონებანი მათნი; რაჟამს მეცნიერ ყვნეს, ვითარმედ არავისი კაცთაგანისა, მოციქულისა გინა მოძღურისა, სახელი წოდებულ არს ჩუენ ზედა, არამედ, რომელი-იგი მხოლოჲ არს, დამბადებელი და განმაახლებელი, დამამტკიცებელი და განმწმედელი ბრალთაგან, რომლისა მეორედ მოსლვაჲ და ყოველთა თუალუხუავად განშჯაჲ კმა არს საშიშ-ყოფად და მომაქცეველად ყოვლისაგან ბოროტისა, რაჲთა განწმედილი დაემთხჳოს დღესა მას მეორედ მოსლვისა მისისასა.
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის