7.For a man indeed ought not to cover his head, forasmuch as he is the image and glory of God: but the woman is the glory of the man.8.For the man is not of the woman; but the woman of the man.9.Neither was the man created for the woman; but the woman for the man.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან; და რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს (11,8-9).:
თარგმანი: ყოველნივე მიზეზნი წარმოუთქუმან, რომლითა თანამდებ არს დედაკაცი სამთავრო ყოფად მამაკაცისა, ვითარცა მისგან მოღებული და მისთჳს დაბადებული.
3. „ძუალი ძუალთა ჩემთაგანი" და წინასწარმეტყველება (2:22-23):
...წარმოიშვა ცოლი, შემდეგ კი ასე არ იქნება, არამედ ცოლისგან (წარმოიშობა) ქმარი, უფრო ზუსტად — არა ცოლისგან, არამედ ორივეს თანამონაწილეობით, როგორც პავლეც ამბობს: „არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან; რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს" (). ასეა, იტყვი; მაგრამ ეს სიტყვები აჩვენებს, რომ ცოლი ქმრისგან წარმოიშვა. მოითმინე, და მომდევნოდან ჭეშმარიტ სწავლებას დაინახავ. მოციქული ამბობს: „ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა" (), რითაც გვასწავლის, რომ (პირველი ცოლის შექმნის) შემდეგ კაცისა და ცოლის შობა ორივეს თანამონაწილეობით ხდება. ამიტომაც ადამმა თქვა: „აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი".
4. ქორწინების წინასწარმეტყველება და ღვთის სიყვარული (2:23-25)
შემდეგ, რათა ადამის წინასწარმეტყველების ზედმიწევნითობაში დარწმუნდე — იმაში, რომ მის მიერ ნათქვამი დღემდე სრულდება და (სამყაროს) დასასრულამდეც აღსრულდება, — ისმინე, რა მოსდევს. **„ამას, — ამბობს, — ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი...