თარგმანი: ყოველნივე მიზეზნი წარმოუთქუმან, რომლითა თანამდებ არს დედაკაცი სამთავრო ყოფად მამაკაცისა, ვითარცა მისგან მოღებული და მისთჳს დაბადებული.
1 Corinthians 11:9
...მაშ, ეს როგორ ეხება ახლანდელ ქალებს? დიახ, ამბობს; მამაკაცთა მოდგმას მეტი პატივი ერგო: პირველი შეიქმნა. სხვაგან კი უფრო დიდიც აჩვენა, როცა ასე თქვა: „არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს“ (). მაშ, ამას რატომ ამბობს? იმიტომ, რომ მრავალმხრივ სურს, კაცს პირველობა ჰქონდეს. პირველად, ამბობს, ამით ჰქონდეს უპირატესობა, ხოლო მეორედ - უკვე მომხდარი ამბებით. ერთხელ მან კაცს ასწავლა, ყველაფერი დაამხო და ურჩობაში ბრალეული გახადა. ამის გამო ღმერთმა იგი დაუმორჩილა, რადგან ძალაუფლება, უფრო სწორად კი თანასწორი პატივი, ბოროტად გამოიყენა. ამბობს: „ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი“ (). მანამდე კი ეს ნათქვამი არ ყოფილა.
მაგრამ როგორ არ მოტყუებულა ადამი?...
...ენლობა წარმოექმნა, ამდენი გრძნობის ორგანო მოეწყო და სრული, სრულყოფილი და მთლიანი არსება შეექმნა, რომელსაც შეეძლო საუბარიც და, ბუნების ერთიანობით, ქმარს დიდი ნუგეში მიეცა! ხომ მისი ნუგეშისთვის შეიქმნა ეს არსება. ამიტომაც პავლე ამბობს: „არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს" (). ხედავ, როგორ ყოველივე მისთვის შეიქმნა? უკვე შექმნილი იყო (მთელი) ქმნილება, უკვე გამოჩნდნენ უტყვ ცხოველნი, საკვებისთვის ვარგისნი და ადამიანის სამსახურისთვის შემძლებელნი; მაგრამ პირველქმნილს არ ჰყავდა, ვისთანაც ესაუბრა და ვინც, ბუნების ერთიანობით, დიდ ნუგეშს მისცემდა. ამიტომ (ღმერთი) მისი ნეკნისგან ქმნის ამ გონიერ არსებას და თავისი დიდი სიბრძნით სრულყოფილს ხდის, ყოველმხრივ ქმრის მსგავსს, ესე იგი, გონიერს, შემძლებელს, ცხოვრების აუცილებელ საჭიროებებსა და გარემოებებში მისთვის შემწეობის გასაწევად. ასე ყოველივე ღმერთმა ბრძნულად და ოსტატურად მოაწყო. თუ ჩვენ, გონების სისუსტით, საგანთა შექმნის წესის გაგება არ შეგვიძლია, მაინც გვწამს, რომ ყოველივე შემოქმედის ნებას ემორჩილება და რასაც ის ბრძანებს, ის აღესრულება. „და აღუშენა, — ნათქვამია, — უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა", რითაც ჩვენებს,...