თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: ჩუენდა რაჲ არს ჴორციელისა ამის გუამისა სახისაგან! —ამისთჳს ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: თქუენ ხართ გუამ ქრისტესა და ასო ზოგებით. და უკუეთუ ჴორცთასა ამას გუამსა არა უჴმს განყოფილებაჲ, რამეთუ განყოფილებაჲ დაჴსნისა მიზეზ არს, რაოდენ უფროჲს თქუენ თანა-გაც უშფოთველობაჲ, ვითარცა გუამ ქრისტესსა ქმნულთა, რომელ-იგი არს მშჳდობაჲ ჩუენი. ხოლო "ასო ზოგებით" ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა თქუენ, კორინთელნი ოდენ, ხართ ასონი ქრისტესნი სრულებითნი, არამედ ზოგებითნი ოდენ ნაწილნი ასოთა მისთანი; რომლითა ცხად ჰყოფს, ვითარმედ მაშინვე ყოველსა სოფელსა განფენილ იყო მოციქულთა მიერ სახარებაჲ ქრისტესი, და ზოგად ყოვლისა სოფლისა მორწმუნეთა მიერ აღივსებოდა გუამი იგი ეკლესიისაჲ თავისა მის ჩუენ ყოველთაჲსა ქრისტესი.
1 Corinthians 12:27
...ი აღესრულნეს, იქმნას მერმეღა ესევითარი იგი სამარე სავსე არაწმიდებითა და სულმყრალობითა, რაოდენისა უბადრუკებისა ღირს არს საქმე ესე, რაოდენისა გლოვისა და გოდებისა, ოდეს ასონი იგი ქრისტესნი იქმნენ საფლავ დაყროლებულ?!
ისმინეთ, რასა იტყჳს მოციქული: „თქუენ ხართო ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი“. გულისჴმა-ყავ, კაცო, დღე იგი მეორედ შობისაჲ, ვითართა კეთილთა ღირს იქმენ, ვითარითა სამკაულითა შეიმკვე, ვითარ ტაძარ ღმრთისა იქმენ, არა ოქროჲთა განგლესილ და მარგალიტითა მოსხმულ, არამედ სულითა წმიდითა განბრწყინვებულ. აწ უკუე ეკრძალე თავსა შენსა, რაჲთა არა იქმნე კუალად ქუაბ ავაზაკთა და საფლავ, სავსე არაწმიდებითა. გულისჴმა-ყავ, ვითარმედ პალატსა შინა სამეუფოსა აკალდამაჲ არა ეშენების. ეგრეთვე შენ, იყო თუ საფლავ განგოზილ და სამარე ზეღებულ, ზეცისა იერუსალჱმსა ვერ შეხუალ, და უფროჲსად ვთქუა, ვითარმედ აქაცა საძაგელ იქმნები ყოველთა შორის. უკუეთუმცა ვის ეტჳრთა გუამი მკუდრისა დაყროლებულისაჲ და მიმოვიდოდა, არამცა ყოველნი ივლტოდესა მისგან? ეგრეთ არიან, რომელთა სულნი ცოდვათაგან მკუდარ არიან და უშჯულოებათაგან დაყროლებულ. ვინმცა შეიწყალა ესევითარი იგი? უკუეთუ მან თჳთ არა შეიწყალოს თავი თჳსი, სხუამან ვითარ შეიწყალოს იგი? მითხარღა, კაცო, უკუეთუმცა ვინ...
...აჲ და მეცნიერებაჲ საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისასა;
და სხუანი ყოველნივე მცნებანი ასოებ არიან გუამისა მის სათნოებათაჲსა.
ესე გუამი ასოებითურთ თჳსით მოიგეს ყოველთა წმიდათა, ამისთჳს ღირს იქმნნეს ასოებ ქრისტჱსა წოდებად, ვითარცა იტყჳს მოციქული: „თქუენ ხართ ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი“. გულის-ჴმა-ვყოთ თითოეულისა წმიდათაგანისა მოქალაქობაჲ და ვპოვოთ სახე ესე მის თანა.
და უკუეთუ გნებავს, ვიხილოთ ესე მებრ ნეტარი მახარებელი მათე, რომლისა სიტყუათა დღითი-დღე აღმოვიკითხავთ. დაღაცათუ ყოველნი საქმენი, მოღუაწებანი მისნი აღწერილად გამოწულილვით არა გუქონან, არამედ მცირედისა ამისგანცა შესაძლებელ არს ხილვად ბრწყინვალებაჲ ხატისა მისისაჲ.
იხილეთ უკუე სიმდაბლე მისი, რომელ-იგი ვთქუთ თავად სათნოება-თა, ვითარ შემდგომად მოციქულებისა და მახარებლობისა არა თავ-იდიდა მეზუერედ წოდებად თავისა თჳსისაჲ. ამისგან ცანთ, ვითარი იყო გონებაჲ მისი: მშჳდ და მდაბალ და შემუსრვილ.
იხილეთ მოწყალებისაცა მისისა საზომი, ვითარ ყოველივე, რაჲცა იყო მისი, მისცა გლახაკთა და ყოველივე სოფელი უვარ-ყო და მისდევდა ქრისტესა. იხილეთ მართლაღსარებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ აღწერილისაგან მისისა.
იხილეთ სიყუარული მისი, ვითარ უქადაგა სოფელსა და აღუწერა ღმრთისმსახურებაჲ, რ...