მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 12:3

2. Ye know that ye were Gentiles, carried away unto these dumb idols, even as ye were led.3. Wherefore I give you to understand, that no man speaking by the Spirit of God calleth Jesus accursed: and that no man can say that Jesus is the Lord, but by the Holy Ghost.4. Now there are diversities of gifts, but the same Spirit.
1 Corinthians თავი 12
3. Wherefore I give you to understand, that no man speaking by the Spirit of God calleth Jesus accursed: and that no man can say that Jesus is the Lord, but by the Holy Ghost.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს გაუწყებ თქუენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაჲთა იტყოდის და თქუას შეჩუენებულ იესუ; და არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა (12,3).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა სახჱ და საცნაურებაჲ მოგჳსა და გრძნეულისაჲ, ვითარმედ, ვითარცა განცჳბრებულნი, მძლავრ იყვანებიან საეშმაკოჲსა მის სულისა მიერ, ხოლო აწ იტყჳს წინაისწარმეტყუელისაცა საცნაურებასა, ვითარმედ: ყოველი რომელი აჴსენებდეს სახელსა უფლისა იესუჲსსა, არა შეჩუენებით, არამედ უფლად და ღმრთად ქადაგებით, ესევითარი-იგი სულითა წმიდითა წინაჲსწარმეტყუელებს, გონიერი და განბრძნობილი, და არა განცოფებული და განლიგებული.

იტყჳან მრავალგზის ეშმაკეულნიცა და თჳთ ეშმაკნი სახელსა იესუჲსსა, არა ნებსით, არამედ მძლავრ გუემით იძულებულნი, ვითარ-იგი: "გიცით შენ, ვინ ხარ, — ძე ღმრთისაჲ" (). და კუალად, პავლეს და მისთანათა ეტყოდეს: "ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი" (). ხოლო ნებსით არაოდეს იტყჳან და ვერცა იტყჳან. ხოლო კუალად არიან კათაკუმეველნი, რომელნი სახელ-სდებენ უფალსა იესუს, არამედ ჯერეთ არღა მიუღებიეს ნიჭი სულისა წმიდისაჲ ნათლისღებისა მიერ. გარნა აწინდელი ესე სიტყუაჲ მოციქულისაჲ არა ესევითართა მათთჳს არს, არამედ ურწმუნოთა და მორწმუნეთათჳს. რამეთუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (20,22-23).:

...(იოან. 6,44) არამედ იპოვების, ვითარმედ ძესაცა ესევე ძალ-უც, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ გზაჲ, და არავინ მივიდეს მამისა თჳნიერ ჩემსა“; და კუალად იგივე არს სულისა წმიდისაჲცა, რამეთუ „ვერვის ძალ-უც თქუმად, თუ: უფალი იესუ, თჳნიერ სულისა წმიდისა“, და კუალად მოციქულნი ეკლესიისა მადლითა ოდესმე მამისა მიერ იტყჳან მოცემად, და ოდესმე - ძისა მიერ, და ოდესმე - სულისა წმიდისა მიერ.

სწავლაჲ პვ ვითარმედ ჯერ-არს პატივის-ცემაჲ მღდელთაჲ

ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ყოველთა, რაჲთა მადლი სულისა წმიდისაჲ ჩუენ თანა იყოს, და მღდელთა დიდითა პატივითა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ დიდ არს პატივი მღდელთაჲ, და მათ აქუს მადლი სულისა წმიდისაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „დაემორჩილენით მოძღუართა თქუენთა“. რამეთუ შენ ჰზრუნავ თავისა შენისა, და უკუეთუ შენ საქმენი შენნი ჰქმნნე კეთილად, სხუათათჳს არარაჲ ზრუნვაჲ გაქუს, ხოლო მღდელი დაღაცათუ თჳთ სათნო იყოს და შენსა ცხორებასა არაკეთილად განაგებდეს, უკეთურთა თანა გეჰენიად წარვალს; და მრავალგზის თჳთ კეთილად არნ და თქუენთა ცოდვათათჳს წარწყმდის, უკუეთუ ყოველი, რომელი მისდა ჯერ-იყოს ქმნაჲ მოსწრაფებისაჲ, არა ქმ...

სრულად ნახვა