მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 12:30

29. Are all apostles? are all prophets? are all teachers? are all workers of miracles?30. Have all the gifts of healing? do all speak with tongues? do all interpret?31. But covet earnestly the best gifts: and yet shew I unto you a more excellent way.
1 Corinthians თავი 12
30. Have all the gifts of healing? do all speak with tongues? do all interpret?
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ ყოველნი მოციქულ იყვნენა? ნუ ყოველნი წინაჲსწარმეტყუელ? ნუ ყოველნი მოძღუარ? ნუ ყოველნი ძალ? ნუ ყოველთა მადლი აქუნდეს კურნებათაჲ? ნუ ყოველნი ენათა იტყოდიან? ნუ ყოველნი გამოსთარგმანებდენ? (12,29-30).:

თარგმანი: ვინაჲთგან შემდგომითი-შემდგომად განაწყვნა პირველობანი ესე და შემდგომობანი მადლთანი, რაჲთა არა მიზეზ-სცეს მათ ესე ურთიერთას ჴდომისა და შურობისა, ამისთჳს კუალად კითხვის სახედ წარმოიტყჳს მათ მასვე წესსა ზედა შემდგომობისასა. ვითარმცა ეტყოდა: უკუეთუმცა ყოველნი ერთ იყვენით, სადამცა იყო თითოსახეობაჲ ასოთაჲ? უკუეთუმცა ყოველნი წინაჲსწარმეტყუელ, სადამცა მოციქულნი? უკუეთუმცა ყოველნი მოციქულ, სადამცა მოძღუარნი? ვინაჲცა განწესებაჲ ესე თითოსახეობისაჲ უმარგებელეს არს, რაჲთა თითოეულისადა მოყუასი საჴმარ იყოს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის