მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 12:31

30. Have all the gifts of healing? do all speak with tongues? do all interpret?31. But covet earnestly the best gifts: and yet shew I unto you a more excellent way.
1 Corinthians თავი 12
31. But covet earnestly the best gifts: and yet shew I unto you a more excellent way.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჰბაძევდით მადლთა მათ უფროჲსთა (12,31).:

თარგმანი: მყუდროებით ამხილებს მათ, ვითარმედ: თქუენ ხართ მიზეზ უმეტესთა მადლთა არა-მიღებისა, უდებებისაგან თქუენისა და დაჴსნილობისა! — და ამით აღაბაძვებს მოსწრაფებად მოგებისათჳს მადლთა, არა უდიდესთა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, უმარგებელესთა, რომელნი უფროჲს საჴმარ და სარგებელ იყვნენ ეკლესიისა.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მვ ვითარმედ სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა, რამეთუ უმეტესად მისგან განბრწყინდეს წმიდანი:

...ლე ექმნა, შეგიჭრიან ძარღუნი ეშმაკისანი, შეგიმუსრავს თავი მისი, დაგიჴსნიეს ძალი მისი, მძლექმნილ ხარ მჴედრობისა მისისა და გიქმნიეს ყოველთა უმეტესი სასწაული. არა ჩემი არს სიტყუაჲ ესე, არამედ ნეტარისა პავლესი, რამეთუ მან ოდეს-იგი თქუა, თუ: „გშურდინ მადლი იგი უმეტესი, და მერმე უმეტესი გზაჲ გიჩუენო თქუენ“, არა სასწაულთა უწესა უმეტესად გზად, არამედ სიყუარულსა - ძირსა მას ყოველთა კეთილთასა. უკუეთუ იგი მოვიგოთ და ნაშობნი იგი მისნი მრავალნი სათნოებანი, არად საჴმარ იყვნენ ჩუენდა სასწაულნი, ვითარცა, უკუეთუ იგი არა მოვიგოთ, არარაჲ სარგებელ გუეყვნენ ჩუენ სასწაულნი. რამეთუ უკუეთუ გუსურის ბაძვაჲ მოციქულთაჲ, იგი საქმენი შევიკრძალნეთ, რომლითა იგინი დიდ იქმნეს. ვინაჲ უკუე იქმნეს დიდ?

ისმინე, რასა იტყჳს პეტრე: „უფალო, აჰა ესერა ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?“ ისმინე ქრისტესიცა, რაჲ მიუგო: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას მოსლვასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა. და ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, გინა დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლბ ვითარმედ აწცა წესი მოციქულთაჲ უპყრიეს წინამძღუართა ეკლესიისათა, და სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა:

...ოდვათაგან და ამისა უაღრესსა სასწაულსა ნუ ეძიებ, რამეთუ ცოდვაჲ უძჳრეს ეშმაკისა არს, საყუარელნო, უკუეთუ იგი განიოტო, უაღრეს ხარ მათსა, რომელნი ეშმაკთა განასხმიდეს.

ისმინე პავლესი, ვითარ სათნოებასა უაღრეს-ჰყოფს სასწაულთასა, რამეთუ იტყჳს: „გშურდინ მადლი იგი უფროჲსი, და მერმე უმეტესი გზაჲ გიჩუენო თქუენ“; და მერმე, იტყოდა რაჲ ესევითარსა მას გზასა, არა მკუდართა აღდგინებაჲ თქუა, არცა ბრმათა აღხილვაჲ, არცა სხუაჲ რაჲმე სასწაული, არამედ სიყუარულსა სახელ-სდვა უმეტესად გზად და თქუა, ვითარმედ: თჳნიერ სიყუარულისა ყოველივე არარაჲ არს. ისმინე კუალად, რასა იტყჳს უფალი: „ამას ზედა ნუ გიხარინო, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა“. და კუალად იტყჳს: „მრავალთა მრქუან მე მას დღესა: უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდით და ეშმაკნი განვასხენით და ძალნი მრავალნი ვქმენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ“. და კუალად, ეგულებოდა რაჲ ჩუენთჳს ვნებად, მოუწოდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ მოწაფენი ჩემნი ხართ“, არა თუ რაჲთა სასწაულთა იქმოდით, არ...

სრულად ნახვა