მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 12:7

6. And there are diversities of operations, but it is the same God which worketh all in all.7. But the manifestation of the Spirit is given to every man to profit withal.8. For to one is given by the Spirit the word of wisdom; to another the word of knowledge by the same Spirit;
1 Corinthians თავი 12
7. But the manifestation of the Spirit is given to every man to profit withal.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო თითოეულსა ჩუენსა მიცემულ არს გამოცხადებაჲ იგი სულისაჲ უმჯობესისათჳს (12,7).:

თარგმანი: გამოცხადებად სულისა — სასწაულთა უწესს, რომელთა მოქმედებითა განცხადნების უხილავი იგი მოსლვაჲ ნუგეშინისმცემელისაჲ. ხოლო უფროჲს-უმცირესობაჲ, ესე ვითარცა უმჯობეს იყოს თითოეულისათჳს, ეგრეთ იქმნების. ამისთჳს ნუ მწუხარე ვინმე არს უმცირესობისათჳს, ნუცა ვინ ზუაობს უდიდესობისათჳს, რამეთუ არა იგინი, არამედ მათ ზედა გარდამოსრული იგი სული უმჯობესად მოქმედებს თითოეულსა შორის, ვითარცა ჯერ-იყოს.

ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სულიწმიდის შეწევნა სარწმუნოების საქმეში:

...ადყოფს ნათქვამს და აჩვენებს, რომ სულიწმინდის მონიჭება გვჭირდება, რათა რწმენის სიმაღლემდე ავიდეთ და გონებრივ მსჯელობათა უძლურება არაფრად მივიჩნიოთ.

ამიტომაც იგივე მოციქული სხვაგან ამბობს: „ხოლო თჳთოეულსა ჩუენსა მიცემულ არს გამოცხადებაჲ იგი სულისაჲ უმჯობესისათჳს.“ (). „რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, ხოლო სხუასა სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ მითვე სულითა, და სხუასა სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა,“ (). მაგრამ ვინმემ შესაძლოა თქვას, რაც მართლაც ჭეშმარიტია, რომ იგი სხვა რწმენაზე ამბობს, რომლის მეშვეობითაც სასწაულები ხდებოდა. მეც ვიცი, რომ ის სხვაა, რომლის შესახებაც მოციქულები ამბობდნენ: „შემძინე ჩუენ სარწმუნებაჲ!“ (); ხოლო მისგან განსხვავებულია ეს რწმენა, რომლის მიხედვითაც ყველანი მორწმუნენი ვართ: ნიშნებს კი არ ვაკეთებთ, მაგრამ ღვთისმოსაობის ცოდნა გვაქვს; თუმცა აქაც სულიწმინდის შეწევნა გვჭირდება....

სრულად ნახვა