მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 13:4

3. And though I bestow all my goods to feed the poor, and though I give my body to be burned, and have not charity, it profiteth me nothing.4. Charity suffereth long, and is kind; charity envieth not; charity vaunteth not itself, is not puffed up,5. Doth not behave itself unseemly, seeketh not her own, is not easily provoked, thinketh no evil;
1 Corinthians თავი 13
4. Charity suffereth long, and is kind; charity envieth not; charity vaunteth not itself, is not puffed up,
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ (13,4).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო კერძო უფროჲს ყოველთა სათნოებათა აღამაღლა სიყუარული, აწ წარმოიტყჳს ნიშთა და საცნაურებათა მისთა, ვითარმედ არა ხოლო აღმოცენებულთა სიბოროტისა ნერგთა აღმომფხურელ არს, არამედ არცაღა თუ ყოვლად შეუნდობს აღმოცენებად მათდა სულგრძელებისა მიერ. გარნა ვინაჲთგან სულგრძელებნ ვინმე არა სიმშჳდისათჳს, არამედ რაჲთა უმეტეს განძჳნებულ და განხეთქილ ყვნეს წინააღმდგომნი, ამისთჳს სახისმეტყუელებით სწავლის მათ, რაჲთა არა განძჳნებისათჳს, არამედ უფროჲსღა დატკბობისათჳს მოყუასთაჲსა სულგრძელებდენ.

სააღდგომო ეპისტოლე 2002 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ღვთივკურთხეული საქართველოს ღვთისმოყვარე შვილებს:

„აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და მივცემ მწეურვალს სიცოცხლის წყალს წყაროსგან უსასყიდლოდ. მძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს, და ვიქნები მისი ღმერთი, და ის იქნება ჩემი ძე.“ ()

ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ღვთივდაცულნო შვილნო საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !

ეს სიტყვები ჰიმნია უკვდავებისა, ჰიმნი ქრისტეს დიადი გამარჯვებისა, რომელიც ყველას საოცარი იმედითა და სიხარულით აღგვავსებს და ჩვენც მოციქულ პავლესთან ერთად, ვხმობთ: „სიკვდილო! სადა არს საწერტელი შენი? ჯოჯოხეთო! სადა არს ძლევაჲ შენი?“ (I კორინ. 15, 55).

სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას სათავე იესო ქრისტეს ჯვარცმით დაედო. თუ გვსურს, ამ გამარჯვების თანაზიარნი გავხდეთ, სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს უნდა ჩავწვდეთ და გავაცნობიეროთ, რომ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1988 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ სამწყსოს

„მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე“ ()

სიკვდილ-სიცოცხლის გამოუცნობი იდუმალება მუდამ თან გვდევს.

ღმერთმა ინება და ღირს გვყო, რომ დღეს კვლავ გვეგრძნო ღვთაებრივი საიდუმლო სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა.

მათე მოციქული გვამცნობს, თუ როგორ ახარა უფლის საფლავთან გათენებისას მისულ მენელსაცხებლე დედათ ღვთის ანგელოზმა:ნუ გეშინინ თქუენ, ვიცი, რამეთუ იესოს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ, არა არს აქა, რამეთუ აღდგა... და ადრე წარვედით და უთხრათ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ აღდგა მკუდრეთით ().

მას შემდეგ აი უკვე ოცი საუკუნეა, რაც ქრისტეს აღდგომის სიხარული თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ არამიწიერი, ულევი სიხარულით აღვსილი მეც სიყვარულით მოგილოცავთ:

ქრისტე აღდგა!

აღდგა იგი ახლობელთა და შორეულთა, დიდთა და მცირეთა, ძლიერთა და უძლურთათვის, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1981 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავართა - წმიდა სინოდის წევრთა, მოძღვართა, ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულ შვილთა საქართველოს მართლმადიდებელი, წმიდა და სამოციქულო ეკლესიისათა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა მის საზღვრებს გარეთ

ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაითა ძე ნათლის იყვნეთ. (იოანე, 12, 36)

ძვირფასნო და ღვთივგანბრძნობილნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ბერ-მონოზონნო, კურთხეული ივერიის კურთხეულნო შვილნო, მკვიდრნო საქართველოჲსა და მცხოვრებნო მის საზღვრებს გარეთ!

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს ჩვენ ყველანი ზეცის თანაზიარნი ვხდებით და ადამიანის გული ზემიწიერი სიხარულით ივსება. ამ სიხარულს ღვთიური საწყისი აქვს. ამიტომაცაა, რომ ას ადამიანი ვერ იტევს და სხვას უზიარებს.

პირველი სიტყვა, რომლითაც აღდგომილმა მაცხოვარმა დამაშვრალ კაცობრიობას მიმართა, იყო „გიხაროდენ!“ სწორედ ეს სიხარული წყურია თანამედროვე ადამიანს. ამიტომაც მე დღეს ღვთიური მადით აღვსილი, თქვენც ამ სიხარულს გიზიარებთ.

გიხაროდეთ!

ქრისტე აღდგა!

რა არის მიზეზი ჩვენი დღევანდელი სიხარულისა? მიზეზი ისაა, რომ ჩვენ დღეს ყოველდღიური საზრუნავი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი გამოკიდებულ არიან“ (22,37-40).:

...და თავადმან მეორეცა აუწყა, არაჲთა ნაკლულევანი პირველისა, რამეთუ დაღაცათუ რიცხჳთა მეორე არს, არამედ მსგავსივე არს პირველისაჲ; ამისთჳს, რამეთუ გზაჲ არს მისა მიმართ აღმყვანებელი, და მის მიერ აქუს ამასცა სიმტკიცე. ესე რაჲ მიუთხრა, აუწყა მათ, ვითარმედ შორს არიან სიყუარულისაგან. რამეთუ „სიყუარულსა არა შურნ“, არცა იგონებნ ბოროტსა, ხოლო იგინი, ვინაჲთგან სავსე იყვნეს შურითა და ბოროტსა ზრახვიდეს, შორს იყვნეს სიყუარულისაგან.

ხოლო რაჲსათჳს მათე იტყჳს, ვითარმედ: „გამოსცდიდა მას“, ხოლო მარკოზ ესრეთ იტყჳს: „იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, და ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა“.

არა თუ ურთიერთას წინააღუდგებიან მახარებელნი. ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებიან. რამეთუ მწიგნობარმან მან გამოცდით წინაუყო პირველად სიტყუაჲ იგი, ხოლო ვინაჲთგან ესმა სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ და შეიკდიმა და სარგებელ ეყო, ამისთჳს აქო იგი უფალმან. რამეთუ არა პირველ აქო, არამედ ოდეს-იგი თქუა, ვითარმედ: სიყუარული ღმრთისაჲ და სიყუარული მოყუსისაჲ „უფროჲს არს ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა“. მაშინ ჰრქუა უფალმან: „არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა“, რამეთუ სთქუ ს...

სრულად ნახვა