მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 15:11

10. But by the grace of God I am what I am: and his grace which was bestowed upon me was not in vain; but I laboured more abundantly than they all: yet not I, but the grace of God which was with me.11. Therefore whether it were I or they, so we preach, and so ye believed.12. Now if Christ be preached that he rose from the dead, how say some among you that there is no resurrection of the dead?
1 Corinthians თავი 15
11. Therefore whether it were I or they, so we preach, and so ye believed.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე, გინა თუ მე, გინა თუ იგინი, ესრეთ ვქადაგებთ და ესრეთ გრწმენა თქუენ (15,11).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო სხუანი იგი აღამაღლნა და თავი თჳსი დაიმდაბლა, აწ აჩუენებს ქადაგებისა ერთობასა, ვითარმედ: დაღაცათუ საზომითა განვიყოფებით, არამედ მითვეობითა ქადაგებისაჲთა ერთ ვართ ყოველნი, ერთისა უფლისა და ერთისა სარწმუნოებისა ქადაგებითა.

ფსალმუნი 46-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. გონიერი გალობა და წმიდა მეუფება:

...მაშ, რატომ არ თქვა: „საყვირისა“, არამედ: „ჴმითა საყჳრისათა“ ()? ამ სიტყვით მათ ერთსულოვნებას აჩვენებს, როგორც პავლეც ამბობს: „აწ უკუე გინა თუ მე, გინა თუ იგინი ესრეთ ვქადაგებთ“ (). და კვლავ: „ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთ“ (); საყვირებიც ხმობდნენ არა ომისკენ მოსაწოდებლად, არამედ გამარჯვებათა ხარებად. რადგან როგორც ბანაკებში, ომში შესვლისას, ნიშნებთან ერთად საყვირები წინ მიუძღვიან და იქ მყოფებს აღძრავენ არა მხოლოდ სანახაობით, არამედ სმენითაც, ასევე მოხდა მაშინაც. როდესაც მოციქულები თითოეულ ქალაქში შედიოდნენ, საყვირები ხმობდნენ და მოსასმენად ყველა მირბოდა. „უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა ჩუენსა, უგალობდით“ (). „რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისა ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით“ (...

სრულად ნახვა