მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 15:14

13. But if there be no resurrection of the dead, then is Christ not risen:14. And if Christ be not risen, then is our preaching vain, and your faith is also vain.15. Yea, and we are found false witnesses of God; because we have testified of God that he raised up Christ: whom he raised not up, if so be that the dead rise not.
1 Corinthians თავი 15
14. And if Christ be not risen, then is our preaching vain, and your faith is also vain.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი (15,14).:

თარგმანი: კუალად ამათცა ურთიერთას შეუდგენს, ვითარმედ: ცუდ იქმნების ზოგად ქადაგებაჲცა ჩუენი სარწმუნოებითურთ თქუენით, უკუეთუ ურწმუნო ვიპოვნეთ აღდგომასა ქრისტესსა და გუამთა ჩუენთასა.

ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...რა, ზოგიერთებისას. რადგან თუ აღდგომა არ არის, რწმენის საქმეც გადაბრუნებულია; თუ აღდგომა არ არის, „უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს“ (), და „ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი“ (); ხოლო თუ არ აღდგა, არც იშვა და არც ცად ამაღლდა. ხედავ, როგორ ჩანს, თითქოს იგი მხოლოდ აღდგომის სიტყვას ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ თან ბევრი საშინელებაც მოითრევს? მაშ, რას ამბობს? ნუთუ არაფერი უნდა გავაკეთოთ მათთვის, ვინც ირყევა? მაგრამ, ამბობს იგი: „ხოლო მტკიცე იგი საფუძველი ღმრთისაჲ ჰგიეს და აქუს ბეჭედი ესე“: „იცნის უფალმან, რომელნი-იგი არიან მისნი“ და: „განეშორენ სიცრუისაგან ყოველი, რომელი სახელ-სდებდეს სახელსა უფლისასა“ ().

3.

გვიჩვენებს, რომ დაცემამდეც არ იყვნენ მტკიცე; თორემ პირველივე შემოტევით არ დაემხობოდნენ, ისევე როგორც ადამი მცნებამდე მტკიცე იყო....

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2015 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...მათგანი ვერ შეედრება ჩემი ცხონების სასწაულს!

ხოლო ვისაც ეს არა აქვს გაცნობიერებული, ფუჭია მისი სარწმუნოება. აი, როგორ გვაფრთხილებს მოციქული: „თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოსავნი, კაცთა შორის უსაწყალობესნი ვართ”... ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქმედება და ამაოა თქვენი რწმენა“ ().

  • თუ სიკვდილი განქარდა, რატომღა კვდებიან ადამიანები, რატომ დარჩა გარდაცვალება ყველასათვის აუცილებელ მოვლენად? სამოთხეში ადამს და ევას სხვაგვარი სხეული ჰქონდათ, შემდეგ კი ხრწნადობა შეიმოსეს და მოკვდავნი გახდნენ. აქედან მოყოლებული ადამიანი ამ მოკვდავი სხეულისა და უკვდავი სულის ერთობას წარმოადგენს, რომელთა განცალკევებაც სიკვდილისთანავე ხდება. მართალთა სულები ქრისტეს აღდგომის შემდეგ უფლის წიაღს იმკვიდრებენ, ცოდვით დამძიმებულთა კი - კვლავ ბნელეთის ანგელოზთა დასს უერთდებიან. სხეული კი იხრწნება და უერთდება მიწას, რომლისგანაც შეიქმნა. როგორც მარცვალი ხნულში ითესება და იხრწნება, რათა აღდგეს უხრწნელებით, ასევე „ითესება სხეული მშვინვიერი და აღდგება სხეული სულიერი, ითესება დამცირებაში და აღდგება დიდებაში“ (I კორ. 15. 44, 45).

ეს მოხდება მეორედ მოსვლის ჟამს. ყოველი გარდაცვლილის სული (ცოდვილთა თუ მართალთა) შეიერთებს თავის უხ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2006 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ცხოვრებისა და მადლმოსილების მომნიჭებელს.

აღდგომა, - ეს არის მტკიცე და შეურყეველი ქვაკუთხედი, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი სარწმუნოება და ქრისტეს ეკლესია, იგია ყველაზე დიდი დადასტურება ჩვენი ცხონებისა.

ამიტომაც წერს პავლე მოციქული: „ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და თქვენი რწმენაც“ ().

უფალი ჯვარს ეცვა ჩვენთვის და თავისი აღდგომით ზეცად აღამაღლა მთელი კაცობრიობა, რადგან მას გამოუთქმელი სიყვარულით უყვარს თითოეული ადამიანი. ყოველი პიროვნება განუმეორებელია, დაჯილდოებულია მარადიული სიცოცხლით, შემოქმედებითი უნარითა და თავისუფალი ნებით.

ღვთისაგან ნაბოძები თავისუფლების არასწორი გამოყენებით აღმოჩნდა ადამიანი ეშმაკის მონობაში. მიუხედავად ამისა, ღმერთმა თავისუფლების მადლი ცოდვით დაცემულ ადამიანსაც კი არ წაართვა და მას შემდეგ, რაც თავისი ჯვარცმით გამოიხსნა კაცობრივი ბუნება, ყოველ ჩვენგანს საშუალება მისცა პიროვნული არჩევანის გზით კვლავ მოეპოვებინა ცათა სასუფეველი.

„თვინიერ ჩემსა არარა ძალგიძთ“ (), - ბრძანებს უფალი და მართლაც, ჩვენ არ შეგვიძლია გადარჩენა ღვთის მადლისა და მოწყალების გარეშე, თუმცა ცხონების მოსაპოვებლად მხოლოდ ღვთის ნება საკმარისი არ არის, აუცილებელია ადამიანის...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2004 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ებრივი მარადიული ჭეშმარიტებაც და ჩვენც მონაწილენი ვხდებით ამ საოცარი სიხარულისა. რომ არა ეს დღე—სასწაული ჩვენი სარწმუნოება აზრს დაკარგავდა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: „უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო სამე არს ქადაგება ესე ჩუენი და ამაო არს სარწმუნოება ეგე თქუენი.“ ().

დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი ბოროტებას ლამის სიკეთედ მიიჩნევს და უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში. ყოველ ჩვენგანს დიდი დაკვირვება მართებს, რომ გამოიცნოს, სადაა ჭეშმარიტება და სად - სიცრუე. ამის გარჩევა უძველეს დროშიც უჭირდათ. ამიტომაც იყო, რომ წინასწარმეტყველმა სოლომონმა სამეფო ტახტზე ასვლის წინ უფლისგან სწორედ სიბრძნე და გონიერი გული ითხოვა, რათა ქვეყნის სიბრძნით მართვა და სიკეთისა და ბოროტების გამიჯვნა შესძლებოდა.

ამქვეყნად ცოდვა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება მას ადრე მანკიერებად აღიქვამდა და ადამიანები მისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. დღეს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ცოდვა მიუღებლად აღარ მიიჩნევა, პირიქით, საჯაროდ ხდება მისი პროპაგანდა და მას ა...

სრულად ნახვა