მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 15:37

36. Thou fool, that which thou sowest is not quickened, except it die:37. And that which thou sowest, thou sowest not that body that shall be, but bare grain, it may chance of wheat, or of some other grain:38. But God giveth it a body as it hath pleased him, and to every seed his own body.
1 Corinthians თავი 15
37. And that which thou sowest, thou sowest not that body that shall be, but bare grain, it may chance of wheat, or of some other grain:
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და რომელი-იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი, რომელ ყოფად არნ, დასთესი, არამედ შიშუელი მარცუალი, გინა თუ იფქლისაჲ, ანუ სხუაჲ რომელიმე თესლი (15,37).:

თარგმანი: კუალად ამას ადგილსა ორთა საძიებელთა განჰმარტებს, ვითარმედ: არა სხუაჲ არსებაჲ, არამედ იგივე განხრწნილი გუამი ჴორცთა არსებისაჲ აღდგების. ხოლო ვითარმედ უშუენიერეს აწინდელისა ამის არს მაშინდელი იგი, ამას მითვე სახითა მარცულისაჲთა დაამტკიცებს, რომელი-იგი შიშუელი დაეთესვის და არა ეგევითარი, ვითარ-იგი რაჟამს აღმოსცენდის, მოირთხის მუჴლი, განზარდის წუელი, დაისხის თავი ჴუვილისაჲ, რომელ არს მარცუალი, შემოსილი ბრითა და ფხითა. ამისთჳს, ვითარ-იგი მისთჳს ვერვინ იტყჳს სხუა-არსობასა, რამეთუ მისგანვე მარცულისა აღმოცენებულ არნ, დაღაცათუ უმრავალნაწილეს და უშუენიერეს მისსა არს. ეგრეთვე გუამთა ჩუენთაჲ უეჭუელ არს მისვე განხრწნილისა არსებისა კუალად აღდგომაჲ, და არა სხუა არს ყოფაჲ, დაღაცათუ უშუენიერეს აწინდელისა არს მაშინდელი იგი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის