თარგმანი: ესრეთ უსაკუთრეს არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: განუკუეთელსა შინა წამსა თუალისასა; რამეთუ განუკუეთელ ეწოდების წულილსა მას მწულილსა მტუერისასა, რომელი ჩანნ შარავანდედსა მზისა, სახლსა შინა შთადგომილისასა, რომელი სიმცირისა და ყოვლად ვერ-შესაპყრობელობისა მისისათჳს განუკუეთელ სახელ-ედების. ვინაჲცა აწ მოციქულმან სახედ მოიხუნა განუკუეთელი და წამი თუალისაჲ, რომელსა შინა ყოფად არს უკუანაჲსკნელი იგი შეცვალებაჲ და განახლებაჲ კაცთაჲ.
1 Corinthians 15:52
...სი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ."** (), მით უმეტეს ჩვენც ველით მათ; უფრო სწორად, ისინი ელოდნენ, ჩვენ კი აღარ ველით, რადგან აღდგომა ხდება „მეყსა შინა წამსა თუალისა" ().
ხოლო ის, რომ ამბობს, „იკრიბებიან", ამას ცხადყოფს: აღდგებიან ყველგან, ხოლო ანგელოზების მიერ იკრიბებიან. ამრიგად, აღდგომა ღმერთის ძალის საქმეა: იგი მიწას უბრძანებს, დანადები გამოუშვას, და ამ საქმეს არავინ ემსახურება; როგორც მაშინ ლაზარეს უხმო: „ლაზარე, გამოვედ გარე!" (). ხოლო მოყვანა მსახურთა საქმეა. მაგრამ თუ ანგელოზები კრებენ და გარშემო მიმოდიან, ისინი აქ როგორ არიან ატაცებულნი? ჩამოსვლის შემდეგ ატაცდებიან, შეკრების შემდეგ; რადგან ეს ერთბაშად ხდება და ამას ვერავინ იგებს. რადგან როდესაც დაინახავენ მიწას შეძრულს, მტვერს არეულს, და, შესაძლოა, განუწყვეტლივ აღმდგარ სხეულებს, ისე, რომ ამას არ...
...ინეთ შესუენებულთა მათ,“** (). ეს იგივეა, რასაც კორინთელთა მიმართ ამბობს: „მეყსა შინა წამსა თუალისა უკუანაჲსკნელითა მით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს, და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი, და ჩუენ განვახლდეთ.“ (). აქ აღდგომის სანდოობაც და მისი სახეც წარმოაჩინა.
2. აღდგომის მტკიცება ქმნილების მაგალითებით
და რადგან ეს საქმე ძნელი ჩანს, თვითონ აჩვენებს, რომ როგორც ცოცხალთა აყვანაა ადვილი, ასევე ადვილია გარდასულთა აყვანაც. ხოლო სიტყვით „ჩვენ“ საკუთარ თავზე არ ამბობს; რადგან თვითონ აღდგომამდე დარჩენას არ აპირებდა, არამედ მორწმუნეებს გულისხმობს. ამიტომაც დაურთო: „ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ,“ (), თითქოს ამბობდეს: ნუ იფიქრებ, რომ რაღაც სიძნელეა, როცა ისმენ, რომ მაშინ ცოცხლები ვერ დაასწ...