თარგმანი: წამა რაჲ უმეცრებაჲ ურწმუნოჲსაჲ და მეცნიერებაჲ მორწმუნისაჲ, შორის-შემოიღებს დასამტკიცებელად სიტყუასა ესაიაჲსსა, ვითარმედ: ამისთჳს არა იცის ურწმუნომან, რამეთუ შორს არს საუფლოჲსა მის გონებისაგან, რომელ არს ყოველთა დაფარულთა გამომაცხადებელი მადლი სულისა წმიდისაჲ. ესე არს მიზეზი ურწმუნოთა უმეცრებისაჲ, რამეთუ დაუგებელად მტერსა მისსა არა გამოუცხადებს ღმერთი საიდუმლოთა თჳსთა. და კუალად, ესევე არს მიზეზი ჩუენ მორწმუნეთა მეცნიერებისაჲ, რამეთუ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს, ესე იგი არს სული წმიდაჲ, რომელსა-იგი ზემო გონებად უფლისა უწოდა, რამეთუ ღმრთისა მამისაგან გამომავალ არს, ხოლო აქა — გონებად ქრისტესსა, რამეთუ ძისა მიერ მოგუეცემის. და მის მიერ უწყით ჩუენ ყოველივე სიღრმე საიდუმლოთაჲ.
ჳკუმენისი: ნუუკუე და მამასა უწოდს გონებად ქრისტესსა, რომელი-იგი, ვითარცა გონებისაგან სიტყუაჲ, ეგრეთ შობილ არს მამისაგან. ხოლო ჩუენ შორის ყოფაჲ მამისაჲ ითქუმის სიტყჳთა მით საწინაჲსწარმეტყუელოჲთა, ვითარმედ: "დავემკჳდრო მათ შორის და ვიქცეოდი" (), რამეთუ მარადის ჩუეულ არიან წერილნი გონებად წოდებად მამისა,...