თარგმანი: უძლურებად დევნულებათა უწოდს, ვითარ-იგი სხუასაცა ადგილსა იტყჳს: ჯერ-არს თუ სიქადული, უძლურებათა ჩემთასა ვიქადოდი. რანი იყვნეს იგი, გარნა თუ ვითარ-იგი მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი დამასკელთაჲ და შეპყრობაჲ პავლესი უნდა. ვინაჲცა უმეტეს განცხადნების ძლიერებაჲ ჯუარისაჲ. რამეთუ არა ხოლო უსწავლელ და გლახაკ, არამედ დევნულ და შემინებულცა იყვნეს ქადაგნი მისნი, და ძრწოლით რაჲ ქადაგებდეს, მრავალ განლაღებულთა მათ აღჳრ-ასხნეს ბრძენთა და ყოვლად უშიშად მეტყუელთა.
1 Corinthians 2:3
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: მე არა თუ ოდენ არა ვიჴმარე სიბრძნე ჴორციელისა ფილაფოსობისაჲ ქადაგებასა ამას შინა, არამედ უფროჲსად უძლურებითაცა ჴორციელითა, რამეთუ უძლურ ვიყავ წინაშე ძლიერთა მათ მძლავრთაჲსა, რომელნი მდევნიდეს და შიშითა და ძრწოლითა მათისა მის დევნულებისაჲთა ვქადაგე, რომელ-ესე დიდსა მას ძალსა ჯუარისასა გამოაჩინებს, რამეთუ უსწავლელთა მიერ და უძლურთა, და შიშსა შინა და ძრწოლასა ქადაგებითა დაიპყრა ყოველი სოფელი. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ დაამდაბლებს მათსა გონებასა, რომელნი მუნ ფილაფოსნი იყვნეს; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: იხილეთ-ღა, რავდენნი წინააღმდგომნი იყვნეს ჩემისა ქადაგებისანი, და ამას ყოველსა ზედა წარვჰმართე-ვე იგი თქუენ შორის ქრისტეს ძალითა. გულისჴმა-ყავთ უკუე, ვითარმედ სიბრძნე ეგე, რომელსა ზედა ჰზუაობთ, არად საჴმარ არს, არამედ უფროჲსად სიმდაბლე და შიში უფლისაჲ არიან ყოვლისა კეთილისა მოქმედნი, და ვის ღმერთი შეეწეოდის, იგი არს დიდ და ძლიერ.
...არ შეიძლება ითქვას, ამბობს, რომ იქ კი საფრთხეში ვიყავით, აქ კი არა; თქვენც იცით, რაოდენი იყო საფრთხე და რაოდენი შფოთით ვიყავით თქვენთან. ამასვე წერს კორინთელებსაც, როცა ამბობს: „და მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქუენდა მიმართ." (). „რამეთუ ნუგეშინის-ცემაჲ ესე ჩუენი არა საცთურისაგან, არცა არა-წმიდებისა, არცა ზაკუვით, არამედ, ვითარცა-იგი გამოცდილ ვართ ღმრთისა მიერ რწმუნებად ჩუენდა სახარებაჲ იგი, ეგრეთცა ვიტყჳთ, არა ვითარცა კაცთა სათნო-ვეყოფვით, არამედ ღმერთსა, რომელი-იგი არს გამომცდელი გულითა ჩუენითაჲ." ().
ხედავ, რომ, როგორც ვთქვი, მათი სიმტკიციდან იღებს დასტურს, რომ ქადაგება საღვთოა? რადგან ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მოტყუება რომ ყოფილიყო, ამდენ საფრთხეს არ დავითმენდით, როცა სუნთქვის საშუალებასაც კი არ გვაძლევდნენ. მაშ, რაღაა ეს? მომავალ სიკეთეთაგან რაიმესადმი მისწრაფება რომ არ გაგვჩენოდა, არ ვყოფილიყავით დარ...