მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 2:4

3. And I was with you in weakness, and in fear, and in much trembling.4. And my speech and my preaching was not with enticing words of man's wisdom, but in demonstration of the Spirit and of power:5. That your faith should not stand in the wisdom of men, but in the power of God.
1 Corinthians თავი 2
4. And my speech and my preaching was not with enticing words of man's wisdom, but in demonstration of the Spirit and of power:
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და სიტყუაჲ ჩემი და ქადაგებაჲ ჩემი არა რწმუნებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ გამოცხადებითა სულისაჲთა და ძალითა (2,4).:

თარგმანი: რწმუნებად უწოდს ენამჭევრობასა მას გარეშეთასა, ხოლო გამოცხადებად სულისა — ძალსა სულისა მიერ წმიდისა მიცემულსა მისდა, რომლითა იგი ჰყოფდა ნიშებსა და სასწაულებსა, რომლითა მოაქცინა ურიცხუნი სარწმუნოებად.

თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და სიტყუაჲ ჩემი და ქადაგებაჲ ჩემი არა რწმუნებითა მით კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ გამოცხადებითა სულისა წმიდისაჲთა და ძალითა (2,4).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჩემი ქადაგებაჲ არა თუ გარეგანითა მით წარმართთა მათ ფილაფოსთა სიბრძნითა შემზადებულ იყო, არამედ უცხო იყო ყოვლისავე ესევითართა საქმეთა ზიარებისა. ხოლო გამოცხადებაჲ და დამტკიცებაჲ ჭეშმარიტებისა მისისაჲ სულისა მიერ წმიდისა იქმნა და მისითა მით მადლითა ქმნილთა ძალთა და სასწაულთა მიერ, და ძალითა მით, რომელი მის მიერ დამკჳდრებულ იქმნა ჩუენ თანა.

სააღდგომო ეპისტოლე 1984 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს::

...ს ხელში არის? - რომელნიმე მიითვალა უფალმან, სხვანი ბოროტ კაცთა დაისაკუთრეს“ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 1, გვ. 79).

ცხოვრება ქრისტიანისა - ჯვარისმტვირთველობაა, იგი ყოფნაა თვით ქრისტეში, სიყვარულია მოყვასის ბედნიერებისათვის მსხვერპლად გაღებული, გაცხადებაა სულისა და ძალისა, - როგორც ბრძანებს მოციქული პავლე (). მთავარია, ადამიანი არ შეეჭიდოს იმ სიმძიმეს, მისთვის რომ არ არის განკუთვნილი; მთავარია, მან მიაგნოს თავის ჯვარს, რათა აკურთხოს იგი უფალმან და იყოს უღელი მისი ტკბილ და ტვირთი მისი სუბუქ.

რომ ვიყოთ ჭეშმარიტი მსახურნი ქრისტესი, უნდა გვესმოდეს ჯვრის ღრმა აზრი და დიდი ძალა. ჟამნში ვკითხულობთ:

„უძლეველო, ახოვანო, საღმრთო ძლიერებაო პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისაო, გარეშემიცევ და დამიფარე ცოდვილი ესე“.

...თუ შენ შეძლებ ამ სიტყვების გულით მიღებასა და მათი დიდი მნიშვნელობის შეცნობას, ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგამარცხებს, და სიცოცხლის ბოლოს შენც შეგეძლება თქვა: „ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე“ (გალატელთა, 2, 19-20).

ჯვარი ჩვენი ძალაა განწმედის გზაზე. იგია უღონოთა ღონე, სუსტთა სიმტკიცე და ძლიერება, უძლურთა და სნეულთა მკურნალი, ცხოველმყოფელი, დაუშრეტელი წყარო, ფარი და მა...

სრულად ნახვა