თარგმანი: არა ვითარ ვიეთმე ჰგონეს დასრულებადობასა, არამედ ყოვლად დაუსრულებელობასა მერმისა მის სატანჯველისასა ქადაგებენ სიტყუანი ესე სამოციქულონი. რამეთუ პირველად იწყებს ამას, ვითარმედ: ვიდრე განვლადმდე მდინარესა მას ცეცხლისასა, რომელი ვალს უკუანაჲსკნელსა მას დღესა წინაშე ქრისტეს საყდრისა, უცნაურ არს ნივთი თითოეულისა საქმეთაჲ. ხოლო მაშინ, რაჟამს მსგავსად ბრძმედისა უმბრწყინვალეს ყვნეს საქმენი მართალთანი მდინარემან მან ცეცხლისამან, მსგავსად ოქროჲსა და ვეცხლისა და ქვათა პატიოსანთა, ამათ სასყიდელი მიიღონ კეთილსა მას საფუძველსა ზედა სარწმუნოებისასა პატიოსანთა ნივთთა შენებისათჳს, რომელ არიან საქმენი კეთილნი, ხოლო რომელთაჲ ნივთი ადვილად დაიწუეს, ესენი იზღვნინენ მიჴდითა პატიჟისაჲთა, რაჟამს არა დაწუვასავე თანა უძლურთა მათ ნივთთასა დაიწუნენ იგინიცა და განქარდენ, არამედ გაწყრნენ. ანუ თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ზემოჲთგანითა წარმოთქუმითა, ვითარმედ: რომლისა საქმე დაიწუეს, დაშჭირდეს, ხოლო იგი ცხნოდეს, არამედ ესრეთ, ვითარცა ცეცხლისაგან. ხოლო ძალი ამათ სიტყუათაჲ ესე არს, ვითარმედ: რომლისა საქმე დაიწუეს, მას ზოგად ორივე...
1 Corinthians 3:14
13. Every man's work shall be made manifest: for the day shall declare it, because it shall be revealed by fire; and the fire shall try every man's work of what sort it is.14. If any man's work abide which he hath built thereupon, he shall receive a reward.15. If any man's work shall be burned, he shall suffer loss: but he himself shall be saved; yet so as by fire.
1 Corinthians თავი 3