მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 4:11

10. We are fools for Christ's sake, but ye are wise in Christ; we are weak, but ye are strong; ye are honourable, but we are despised.11. Even unto this present hour we both hunger, and thirst, and are naked, and are buffeted, and have no certain dwellingplace;12. And labour, working with our own hands: being reviled, we bless; being persecuted, we suffer it:
1 Corinthians თავი 4
11. Even unto this present hour we both hunger, and thirst, and are naked, and are buffeted, and have no certain dwellingplace;
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიის-ცა და გუწყურის-ცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით (4,11).:

თარგმანი: "ვიდრე აქა ჟამისა" წილ ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ვიდრე აწინდლად ჟამადმდე. ესე იგი არს, ვითარმედ: არღა ვიტყჳ ძუელთა და გარდასრულთა შრომათა, არამედ აწ თჳთ ჟამსა ამას მშიერ და წყურიელ ვართ, შიშუელ და დაქენჯნილ.

თავი ა̂, * დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიის-ცა და გუწყურის-ცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით (4,11).:

თარგმანი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ესე ყოველი არა თუ ოდესმე იყო და აწ არა არს, არამედ აწცა მათვე საქმეთა შინა ვართ, ვითარ შიმშილსა შინა და წყურილსა და შიშულოებასა და სხუათა ესევითართა.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლ ჴსენებაჲ შრომათა და მოღუაწებათაჲ წმიდათა მოციქულთა და მოწამეთაჲ:

...იხილე ჭეშმარიტებაჲ თქუმულთა მათ უფლისათაჲ, ვითარ იქმნეს შემდგომად ამაღლებისა მისისა წმიდანი იგი მოციქულნი, ვითარი მოქალაქობაჲ აჩუენეს, ვითარი მოღუაწებაჲ მოიგეს, ვითარცა-იგი პავლე წამებს ყოველთათჳს და იტყჳს, ვითარმედ: „აქა ჟამამდე გუშიისცა და გუწყურისცა და ვიქენჯნებით და განუსუენებელ ვართ და ვშურებით“. და მცირედ ზემორე ამათ სიტყუათასა იტყოდა, ვითარმედ: „თითისსაჩუენებელ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა“. რაჲ არს თითისსაჩუენებელ? ესე იგი არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა ერთსა ყურესა სოფლისასა ანუ ერთსა ადგილსა აღესრულნეს ღუაწლნი ჩუენნი, არამედ ყოველთავე სახილველ და საცნაურ იქმნნეს. ხოლო რაჲ არს „ანგელოზთა და კაცთა“? ესე იგი არს, ვითარმედ იქმნების საქმე სახილველი კაცთაჲ ხოლო და არა ანგელოზთაცა ხილვისა ღირსი, ოდეს უნდოჲ რაჲმე და მცირე იყოს; ხოლო ჩუენნი მოღუაწებანიო და შრომანი ესოდენნი იქმნნეს და ესევითარნი, ვიდრეღა ანგელოზნიცა შემოკრბეს ხილვად გარდამატებულისა მის შრომისა და სათნოებათა და ღუაწლთა სიმრავლისა. და ვითარცა ოდეს საკჳრველსა რასმე და უცხოსა საქმესა ხედვიდენ კაცნი, თითითა უჩუენებენ ურთიერთას, ეგრეთვე ანგელოზთა თითისსაჩუენებელ იქმნა მოღუაწებაჲ და ახოვნებაჲ მო...

სრულად ნახვა