მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 4:12

11. Even unto this present hour we both hunger, and thirst, and are naked, and are buffeted, and have no certain dwellingplace;12. And labour, working with our own hands: being reviled, we bless; being persecuted, we suffer it:13. Being defamed, we intreat: we are made as the filth of the world, and are the offscouring of all things unto this day.
1 Corinthians თავი 4
12. And labour, working with our own hands: being reviled, we bless; being persecuted, we suffer it:
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და განუსუენებელ ვართ და ვშურებით, რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა (4,11-12).:

თარგმანი: "განუსუენებელისა" წილ ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: დაუდგრომელ ვართ. რომლისა მიერ გამოჩნდების, ვითარმედ არა ხოლო ქადაგებად მიმოსლვისაგან, არამედ არცაღა ადგილ-ადგილ დევნულებათაგან არა ეფლო მოციქულთა ერთსა ადგილსა განსუენებაჲ და კუალად ამას არავე კმა-იყოფდეს, რაჲთამცა იზარდებოდეს ვისგანმე, ვითარცა ძჳრხილულნი ქადაგებად მიმოსლვითა და დევნულებათა შემთხუევითა, არამედ უშრებოდეს-ცა უწყინოდ, რაჲთა იზარდებოდინ მოქმედებითა ჴელთაჲთა.

თავი ა̂, * დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და განუსუენებელ ვართ და ვშურებით, რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა (4,11-12).:

თარგმანი: ესე მათდა მიმართ არს, რომელნი შეძინებისათჳს და მორეწვისა ჴელ-ჰყოფდეს ქადაგებასა. მათთჳს იტყჳს, ვითარმედ: ჩუენ განუსუენებელ ვართ და ვშურებით ჴელითა ჩუენითა.

ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ოგორც ქრისტიანებმა; ის ლოცვები ელინებისაა, ის ვედრებები იუდეველებისაა; ქრისტიანის ლოცვა კი საპირისპიროა: ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილთა მიტევებისა და დავიწყების თხოვნა.

ამბობს: „მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ; მგმობართა ჩუენთა ულოცავთ“ (). მოუსმინე სტეფანეს, რომელიც ამბობს: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“ (). იგი არა მხოლოდ მათ დასაწყევლად არ ლოცულობდა, არამედ მათთვის ლოცულობდა კიდეც; შენ კი არა მხოლოდ მათთვის არ ილოცე, არამედ დასაწყევლადაც ილოცე. როგორც ის საკვირველია, ასევე შენ უკიდურესად ბოროტი ხარ. ვის მივიჩნევთ საკვირველად, მითხარი? მათ, ვისთვისაც ილოცა, თუ მას, ვინც მათთვის ლოცულობდა? ცხადია, მას; ხოლო თუ ჩვენ ასე ვაფასებთ, მით უფრო ღმერთი. გსურს, მტერს დარტყმა ეწიოს? მისთვის ილოცე, მაგრამ არა ამგვარი გან...

სრულად ნახვა