თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო თქუენ, არამედ არცა თჳთ მე კმა ვარ განმკითხველად თავისა თჳსისა, რომელი-ესე ვერარას შევაცნობ მას. და ამისთჳს არა ღირს ვარ განმკითხველად მისსა.
1 Corinthians 4:4
თარგმანი: რაჲთა არა ჰგონებდენ სიქადულად პირველ თქუმულთა მათ სიტყუათა, ამისთჳს შესძინა ესე, ვითარმედ: არა თუ ამით რას განვმართლდები, არა მაქუს მტკიცედ თუ უბრალო ვარ, არა თუ ღმერთმან განმამართლოს მე, რამეთუ უფალი არს განმკითხველი ჩემი, მსაჯული იგი სიმართლისაჲ.
...ინმე: „ვინმე იქადოს გულითა წმიდა-ქონებად? ანუ ვინმე იკადროს თქმად, ვითარმედ: წმიდა ვარ ცოდვისაგან?“ (). და პავლემაც, როცა თქვა: „რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს“, დაურთო: „არამედ არა თუ ამით განვმართლდები“ (); და კიდევ: „მართალი იგი თავისა თჳსისა შემასმენელ იქმნის, პირველსავე სიტყუასა“ (), ცხადია, თავის შეცოდებათა გამო; ამიტომ, რათა არავის ჰქონდეს სათქმელი: თუ ყველანი ცოდვებში ვართ, ხოლო ცოდვილს უბრძანა, სამართალნი არ გამოაცხადოს, ვინღა იქნება მათი გამომცხადებელი? ამიტომ, რათა ვინმემ ეს არ თქვას, იგი ცოდვათა სახეებს ცალ-ცალკე ჩამოთვლის. რადგან „არს ცოდვაჲ სასიკუდინე“ (), როგორც ელიც ამბობდა: „უკუეთუ შეცოდებით შესცოდის კაცმან კაცისა მისთჳს უფლისა მიმართ, უკეთუ უფალსა შესცოდოს, ვინ ლოცვიდეს მისთჳს?“ (). რჯულშიც ზოგი რამ უკურნებელი იყო და სიკვდილითაც ისჯებოდა, ზოგს კი ერთგ...
...ამის შემდეგაც კი, თუ ღმერთი წყალობითა და კაცთმოყვარეობით არ მოვა განსაკითხად, არამედ ზედმიწევნით გამოკვლევას მოაწყობს, უთუოდ ყველას პასუხისმგებლად პოვებს. ამიტომაც პავლე ამბობდა: „რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები“ (); და ეს სიტყვაც ამბობს: „უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო“ (). სიტყვათა ეს გაორმაგება უბრალო რამ არ არის; ეს იმ ადამიანის სიტყვაა, რომელსაც აკვირვებს და განაცვიფრებს კაცთმოყვარეობის დიდი სიუხვე, ღმერთის უსაზღვრო დიდებულება და სახიერების უკიდეგანო ზღვა.2 და ამბობს: „ვინმე დაუთმოს?“ () და არ უთქვამს: ვინ გაექცევაო? არამედ: „ვინმე დაუთმოს?“ () დგომასაც ვერ შეძლებსო, ამბობს. შემდეგ ამბობს: **„რ...
...(); და ესეც: „უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს?“ (). და პავლე: „რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები;“ (); და სხვა ამბობს: „ვინმე იქადოს გულითა წმიდა-ქონებად?“ () „ანუ ვინმე იკადროს თქმად, ვითარმედ: წმიდა ვარ ცოდვისაგან?“ ()
ამრიგად, ყველანი წყალობას ვსაჭიროებთ, მაგრამ ყველანი ღირსნი არა ვართ შეწყალებისა. რადგან თუმცა წყალობაა, მაინც ღირსეულს ეძიებს, როგორც თვითონ უთხრა მოსეს: „შევიწყალო, რომელი შევიწყალო და შევიწნარო, რომელი შევიწყნარო“ (). ვინც შეწყალებისთვის ღირსი რამ გააკეთა, იტყვის: „მიწყალე მე“ (); ხოლო ვინც თავი ამ შენდობის მიღმა დააყენა, ამაოდ იტყვის: „მიწყალე“ (...
...ქმნებიან, უკუეთუ არა სინანულითა მჴურვალითა ღირს იქმნენ შენდობასა. არარაჲ არს უკუე ცოდვაჲ, რომლისათჳს არა პატიჟისა თანამდებ ვართ, გინა თუ ნეფსითი იყოს, გინა თუ უნებლებით, ცებნით, გინა თუ უცებნელნი; ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით რასმე განვმარ-თლდები“; გინა თუ მეცნიერებით ვცოდოთ, გინა თუ უგულისჴმოებით და ცთომით, ვითარცა იგივე მოციქული კორინთელთა მიუწერს, ვითარმედ: „მეშინის, ნუუკუე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსი-თა, ეგრეთვე განრყუნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ“.
აწ უკუე ვინაჲთგან ამის ყოვლისათჳს სიტყჳს-მიცემაჲ თანანადებ არს ყოველთა კაცთა მიერ, ვითარ შენ უზრუნველად ჰზი და ურიდად იცინი, განსცხრები, იმღერი, ჰლაღობ და მოკიცხართა მსგავს ხარ? და უკუეთუ არა ვიცინოდი და ვლაღობდე, არამედ ვიგლოვდე, რაჲ სარგებელ მეყოსო? - იტყჳს ვინმე დაჴსნილთა და შუებისმოყუარეთაგანი. ამას იკითხავა, საყუარელო, თუ რაჲ სარგებელ არს გლოაჲ?
დიდ არს სარგებელი გლოისაჲ და მიუთხრობელ, რამეთუ სიტყუაჲ სარგებელსა გლოჲსასა გამოჩინებად ვერ მისწუთების. არა არს სასჯელი ღმრთისაჲ მსგავს სასჯელსა კაცთასა; რამეთუ კაცობრივსა სამსჯა...