თარგმანი: რაჲთა არავინ ჰგონებდეს თუ წარმართნი უტანჯველადმცა იყვნეს, ამისთჳს უსაშინელესი სამშჯავროჲ თქუა მათთჳს ღმრთისაჲ იგი, რომელსა არარაჲ დაეფარვინ. ხოლო თქუენ თავნი თჳსნი და კრებული თქუენი წმიდა-ყავთო, და მოსპეთ თქუენგან ყოველი უკეთურებაჲ.
1 Corinthians 5:13
თარგმანი: აჰა აუწყებს მიზეზსა, რომლისათჳს დაუყენებელ ჰყოფს მათ წარმართთა მეკერპეთა მახლობელობისაგან, რაოდენცა ცოდვილ იყვნენ, ვითარმედ: მათი საშჯელი ღმერთსა მიუტევეთ, ხოლო ჩუენ ძმათა ოდენ ჩუენთაჲ ვიზრუნოთ განკითხვაჲ და მხილებით განმართებაჲ უწესოჲსა ცხორებისა მათისაჲ. ამისსა შემდგომად, რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ უტანჯველ არიან მეკერპეობასა შინა მოქმედნი ბოროტისანი, ამისთჳს უსაშინელესსა მას მისცნა იგინი სამშჯავროსა, რომელ არს თუალ-უხუავი იგი განკითხვაჲ ღმრთისაჲ.
...ვას მათიცა განმართებაჲ და ჩუენი არა ვნებაჲ, კეთილ არს ესე, და თანაგუაც ამისი ქმნაჲ. უკუეთუ კულა იგინი იყვნენ უკურნებელ და მოუდრეკელ და ჩუენ გუავნებდენ, კეთილ არს მაშინ მოკუეთაჲ მათი ჩუენგან, და მრავალგზის ამით საქმითა უფროჲსად ერგის მათ. ამისთჳსცა მოციქული იტყოდა: „აღმოფხუართ უკეთურებაჲ თქუენგან“; და კუალად, ვითარმედ: „რაჲთა აღმოიფხურას თქუენგან, რომელმან ესე საქმჱ ქმნა“, რამეთუ ბოროტ არს ბოროტთა თანა ერთობაჲ, რამეთუ ვერცა ერთი სენი შემძლებელ არს ესრეთ შეხებად მახლობელთა მისთა, ვითარ ბოროტთა კაცთა თანა ყოფაჲ მავნებელ არს, რამეთუ „განხრწნიან წესი კეთილი ზრახვათა ბოროტთა“. ნუმცა ვის აქუს უკუე მეგობარი ბოროტი. ხოლო უკუეთუ ძენიცა უკეთურნი გუესხნენ, განვაგდოთ და არა ვჰრიდებდეთ ბუნებასა, არცა შჯულსა ბუნებისასა და შვილობისასა, არა უფროჲსად მეგობართაგან ჯერ-არსა სივლტოლაჲ, უკუეთუ ბოროტნი იყვნენ? რამეთუ დაღაცათუ ერთიცა ვნებაჲ არა შემოგუეხოს მათგან, არამედ ბოროტსა იჭუსა ვერ განვერნეთ, რამეთუ გარეგანნი იგი არცა ცხორებასა გამოეძიებენ, არამედ თანამყოფთაგან განგჳკითხვენ. ამას ყოველთავე ვამცნებ, რამეთუ ჯერ-არს განზრახვ...