თარგმანი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელ თქუა თუ "ზატიკად ჩუენდა დაიკლა ქრისტე. ამიერითგან ვზატიკობდეთ"? გარნა ამას მოასწავებს, ვითარმედ ზატიკი ჰურიათაჲ იყო დაკლვაჲ იგი ცხოვრისაჲ მის, და უბრძანებდა მათ რჩული, რაჲთა შჳდ დღე დღეთა მათ დაკლვისა მისისათა უცომოსა ჭამდენ შემდგომად დაკლვისა მისისა. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: უფუარი იგი ამისი სახე იყო, რაჲთა ჩუენ არარაჲ გუაქუნდეს ჩუენ შორის უკეთურებისა მის ძუელისა კაცისა ნაწილი, რამეთუ ქრისტეს სახედ იყო ტარიგისა მის დაკლვაჲ. და ვითარცა იგი ზატიკად ჰურიათა დაიკლვოდა, ეგრეთვე ქრისტე ჩუენთჳს დაიკლა ზატიკად ჩუენდა. და ამისთჳს ჩუენცა თანა-გუაც, რაჲთა, ვითარცა სახისა მის ცხოვრისა ჭეშმარიტებაჲ ჩუენ ზედა აღესრულა, ეგრეთვე ჩუენცა უფუვარისა მის სახესა ჭეშმარიტებით აღვასრულებდეთ და განვსწმედდეთ თავთა ჩუენთა ყოვლისაგანვე სიძუელისა ცოდვათაჲსა და ყოვლისავე ცომისაგან უკეთურებისა, რამეთუ, ვითარცა ტარიგი იგი სახე იყო ჩუენთჳს დაკლულისა ტარიგისა ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნა ცოდვანი სოფლისანი, ეგრეთვე უცომოებაჲ იგი ამისი სახე იყო, რაჲთა შემდგომად ნათლის-ღებისა არღარა შევჰრთოთ შემდგომსა მას ცხორებასა შინა ნაწილი რაჲმე...
1 Corinthians 5:8
7. Purge out therefore the old leaven, that ye may be a new lump, as ye are unleavened. For even Christ our passover is sacrificed for us:8. Therefore let us keep the feast, not with old leaven, neither with the leaven of malice and wickedness; but with the unleavened bread of sincerity and truth.9. I wrote unto you in an epistle not to company with fornicators:
1 Corinthians თავი 5