თარგმანი: არათუ ზემოჲ იგი სიტყუაჲ თჳნიერ უფლისა უთქუამს, ანუ ესე მისსა უმეტეს უფლისაჲ არს (რამეთუ ყოველსავე პავლეს მიერ თქუმულსა ქრისტე იტყოდა პირითა პავლესითა), არამედ ვინაჲთგან იგი — წინადადებითი იყო, რჩევითი და განზრახვითი, ხოლო ესე — შჯულ და მტკიცე. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "არა მე, არამედ უფალი". ესე იგი არს, ვითარმედ: არღარა ორთა წინა-დაუსხამ გამოსარჩევლად, ვითარ-იგი უყავ ქურივთა და უქორწინებელთა, არამედ ქორწინებულთა მიმართ მტკიცე, და მას ვიტყჳ, რაჲ-იგი უფალმან ბრძანა სახარებასა შინა, რაჲთა არა განიშორებოდინ ურთიერთას თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, ესე იგი არს მიზეზითა სიძვისაჲთა.
1 Corinthians 7:10
თარგმანი: ვინაჲთგან ეგულებოდა თქუმად შჯულისა, რომელი უფალსა თჳსითა პირითა ებრძანა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "არა მე, არამედ უფალი". ხოლო შჯულსა მას იტყჳს, რომელ თქუა უფალმან, რაჲთა არავინ დაუტევოს ცოლი თჳსი გარეშე სიტყჳსა სიძვისა და სხუაჲ შეირთოს და სხუანი იგი პირველ თქუმულნი; დაღაცათუ არა ეთქუნეს განთჳსებულად უფალსა, არამედ, რომელი პავლე თქუა, უფალსა თჳსად შეურაცხიეს. გარნა ვინაჲთგან განყოფისა ამისთჳს უფალსა ეთქუა, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: არა მე ვიტყჳ, არამედ პირველად უფალსა უთქუამს ესე. ხოლო რომელი უფალსა სახარებასა შინა არა უთქუამს, მისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "მე, არა უფალი". ხოლო რაჲთა არა ჰგონებდე თუ მის მიერ თქუმული კაცობრივ რაჲმე არს, ამისთჳს ქუემო იტყჳს, ვითარმედ "სული ღმრთისაჲ მაქუს მე".
...ილ, ანუ სხუაჲ რაჲმე ნაკლულევანებაჲ სჭირდეს, ყოვლისავე თავსდებაჲ ჯერ-არს და განმართებაჲ, არა თუ განშორებაჲ და სხჳსა შერთვაჲ, რამეთუ ესე უჯეროება არს, ვითარცა მოციქული წამებს, ვითარმედ: „ცოლი ქმრისაგან ნუ განეშორებინ. უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქმროდ, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი ცოლსა ნუ დაუტეობნ“. უკუეთუ დაუტეოს, არღარა ჴელ-ეწიფების სხჳსა შერთვად; შე-თუ-ირთოს სხუაჲ, იმრუშებს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისა დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ“ (19,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად მძიმედ შეჰრაცხეს სიტყუაჲ ესე: უკუეთუ ვის ესუას ცოლი სავსე მრავლითა ბოროტითა, - რამეთუ თჳნიერ სიძვისაცა სხუანი მრავალნი ძნელოვანნი საქმენი იპოებიან დედათა თანა, - და არა ჴელ-ეწიფებოდის განშორებაჲ მისი და სხჳსა უკეთესისა შერთვაჲ.
„უკუეთუ ესოდენი ბრალი არსო კაცისა დედაკაცისა თანა“. - ესე იგი არს, უკუეთუ ამისთჳს შეიერთნეს, რაჲთა განუყოფელ იყვნენ, და უკუეთუ ესრეთ ბრალსა უშჯულოებისასა შთავარდების მამაკაცი, განეშოროს თუ ცოლი თჳსი, უსუბუქეს არს გულისთქუმათა მიმართ ბრძოლაჲ, ვიდრეღა დედაკაცისა უკეთურისაჲ.
ხოლო უფალმან არა ესრეთ მიუგო, თუ: ჰე, უსუბუქეს არს ესე, და არა შეჰგავს ქორწინებაჲ, არა თქუა ესე, რა...