თარგმანი: ზოგადობასა და სისწორესა სარწმუნოებისასა ყოველთა ახარებს, რაჲთა არა უჴდებოდიან ურთიერთსა, არცა ზუაობდეს სხუაჲ სხუასა ზედა, ვინაჲთგან ყოველთა სწორად შეიწყნარებს ქრისტე, რომლისაცა ნათესავისა და შჯულისაგან მოსრულ იყვნენ მისსა, ოდენ დამმარხველმცა არიან მცნებათა მისთა.
1 Corinthians 7:19
ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: უკეთეს არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე (7,7-8).
თარგმანი: ვინაჲთგან აყუედრა მათ, ვითარმედ: "უთმინოებისა თქუენისათჳს", ამისთჳს აწ ნუგემინის-სცემს და ეტყჳს, ვითარმედ: ქალწულებით ყოფაჲ მადლი არს ღმრთისა მიერი. ხოლო არა თუ ამას იტყჳს, თუ ჩუენ მიერი მოსწრაფებაჲ არა საჴმარ არს, რამეთუ მადლი ყოველივე დიდისა მოსწრაფებისა მიერ მოიგების, გარნა, ვითარცა ვთქუ, ნუგეშინის-საცემელად მათდა თქუა, ვითარმედ: კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს; რომელსამე — რაჲთა სრულიად განეყენოს ქორწინებასა, და რომელსამე — რაჲთა მეუღლე ესუას.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვერ დაითმინონ, იქორწინენ. უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განჴურვებაჲ (7,9).
თარგმანი: არა თუ ესრეთ იტყჳს თუ: რაჲ ბრძოლაჲ შეექმნას, იქორწინენ; არამედ: უკუეთუ ვერ დაითმენდეს ჴურობასა მას და უძჳრესსა შთავარდებოდის, იქორწინენ.
მოციქულისაჲ: ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ (არა მე, არამედ უფალი): ცოლი ქმრისაგან ნუ განეშორებინ. უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქმროდ, გინა ქმარსავე დაეგენ (7,10-11).
თარგმანი: ვინაჲთგან ეგულებოდა თქუმად შჯულისა, რომელი უფალსა თჳსითა პირითა...
...დ გიკჳრდეს. ხოლო რომელ იტყჳს, ვითარმედ: „რომელნი არა ამის ეზოჲსაგანნი არიან“, ნუ დაგიკჳრდების სიტყუაჲ ესე, რამეთუ განყოფილებაჲ შჯულითა ოდენ არს, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვი-თარმედ: „ვერცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, ვერცა წინადაუცუეთილებაჲ“. ;
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა“ (10,16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენებს, ვითარმედ ორნივე განბნეულნი იყვნეს და უმწყემსო, ვიდრემდე კეთილი იგი მწყემსი არა მოსრულ იყო, და მერმე მომავალსა მას ერთობასა მოასწავებს, ვითარმედ: „იყვნენ ერთ სამწყსო“ (10,16), ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲთა ორივე იგი მოიგოს მას შინა ერთად ახლად კაცად“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს უყუარ მე მამასა, რამეთუ მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი“ (10,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲ იყოს ამის სიტყჳსა უმდაბლჱსი, რომელ მეუფჱ ჩუენი ჩუენთჳს შეიყუარებოდა ამისთჳს, რამეთუ ჩუენთჳს მოკუდებოდა? ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ნუუკუე უწინარეს ამის ჟამისა არა უყუარდა იგი, არამედ აწ იწყებს მამაჲ სიყუარულსა მისსა, რამე-თუ ჩუენ ვართ მიზეზ მისისა შეყუარებისა? ჰხედავა, ვითარ იჴმარებს ამას...