თარგმანი: ვინაჲთგან ჯერეთ ჩჩჳლთა მიმართ მეტყუელებდა, ამისთჳსცა შიშითა მათისა ურჩებისაჲთა, არა ბრძანებით, არამედ განზრახებით ეტყჳს, რამეთუ არა თუ თჳნიერ ბრძანებისა ღმრთისა იტყოდა რას მოციქული, არამედ ამას აუწყებს, ვითარმედ: რასა-ესე გეტყჳ, უფლისა მიერ გეტყჳ; არა ბრძანებით, რაჲთა არა საშჯელი მოგატყუა, ვითარცა გარდამავალთა შჯულისათა, არამედ განზრახებით, რაჲთა თქუენცა გაჩუენო წყალობაჲ, ვითარცა თჳთ შეწყალებულმან უფლისა მიერ. რამეთუ ამისთჳს შევიწყალე უფლისა მიერ, რაჲთა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, სარწმუნო ვიქმნე. ესე იგი არს, ვითარმედ: ამისთჳს შევიწყალე, რაჲთა მეცა სარწმუნო ვიყო სხუათა მიმართ, ქონებად წყალობისა.
1 Corinthians 7:25
თარგმანი: ვინაჲთგან მაღალსა საქმესა ამცნებს, ამისთჳს ეშინის მისი განჩინებით თქუმაჲ, არამედ იტყჳს, ვითარმედ ბრძანებაჲ არა მომიღებიეს უფლისა მიერ, თუმცა ქალწულთა შჯული დაუდევ არა-ქორწინებად, არამედ, ვითარცა მონაჲ უფლისა მიერ შეყუარებული, სარწმუნო-ყოფად განგაზრახავ უმჯობესსა, რამეთუ უმჯობეს არს, რაჲთა ურვისა მისთჳს, რომელი მოიწევის ქორწინებასა შინა, და ჭირთა მათთჳს, ესრეთ იყვნეთ ქალწულნი, ვითარცა ხართ.
...წმიდათა კაცთა შეუძლეს აღსრულებად, და ახალსა შინა არა დაეწესა ესე საქმჱ შჯულად სიძნელისათჳს მისისა. არცა თქუა ღმერთმან განჩინებით, არამედ ნებასა კაცად-კაცადისასა მიუშუა და თქუა: „რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენო“.
ამისთჳსცა ნეტარი პავლე იტყჳს: „ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუსო“. ესე იგი არს, ვაქებო ყოველსა, რომელმანცა წარჰმართოს, ხოლო რომელსა არა ენებოს, არა აღვიძულებ, არცა შჯულად დავსდებ საქმესა ამას. ვინაჲთგან უკუე დიდ არს საქმჱ ესე და ყოველთა მიერ საქებელ, რაჲთა არა ჰგონებდენ, რომელთა ქალწულებაჲ წარჰმარ-თონ, თუ ყოველივე წარუმართებიეს და სრულებისა საზომსა მიწევნულ არიან და სხუანი სათნოებანი უგულებელს-ყვნენ, ამისთჳს იგავსა ამას შინა პირი ქალწულთაჲ შემოიღო, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ: ქალწულებასა დაღაცათუ სხუანიცა სათნოებანი აქუნდენ და მოწყალებისაგან ცარიელ იყოს, მეძავთა თანავე და სხუათა ცოდვილთა შეირაცხვის. და ესე საშჯელი ჭეშმარიტ არს, რამეთუ მეძავი იძლია ტრფიალებითა ჴორცთაჲთა, და ესე - ტრფიალებითა საფასეთაჲთა. ხოლო არა სწორ არს ბრძოლაჲ ჴორცთაჲ და საჴმართმოყუარებისაჲ, არამედ ბრძოლაჲ ჴორცთაჲ ფრიად უფიცხეს არს და უმძლავრეს. რაოდენცა უკუე მბრძოლი იგი უფიცხეს იყოს, უფრო არა საბრალობელ არს მის მიერ ძლეული?...