მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 7:8

7. For I would that all men were even as I myself. But every man hath his proper gift of God, one after this manner, and another after that.8. I say therefore to the unmarried and widows, It is good for them if they abide even as I.9. But if they cannot contain, let them marry: for it is better to marry than to burn.
1 Corinthians თავი 7
8. I say therefore to the unmarried and widows, It is good for them if they abide even as I.
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: კეთილ არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე. ხოლო უკუეთუ ვერ დაითმინენ, იქორწინედ; რამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განკურვებაჲ (7,8-9).:

მოციქულისაჲ: ხოლო რომლისათჳს-იგი მოსწერეთ ჩემდა, კეთილ არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე-არა-ხებაჲ (7,1).

თარგმანი: ვინაჲთგან კორინთელთა მიუწერეს მოციქულსა, " ჯერ-არსა განყენებაჲ ცოლთაგან ანუ არა?" — ამისთჳს მიუწერს, ვითარმედ: უმაღლეს ცოლიერებისარულეს ქალწულებაჲ არს; ხოლო რებისათჳს და შემწედ უძლურებისა სჯულიერივე საქმე , რაჲთა ესუას კაცსა ცოლი, შჯულიერითა წესითა ხუედრებული მისდა.

მოციქულისაჲ: ხოლო სიძვისათჳს კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ და თითოეულსა თჳსი ქმარი ესჳნ (7,2).

თარგმანი: ვინაჲთგან შენდობით განუწესა ქორწინებაჲ, აწ მიზეზსაცა დაჰრთავს, ვითარმედ: ამისთჳს ბრძანებულ იქმნა მეუღლებაჲ, რაჲთა არა სიძვასა ვინმე შთავარდეს წინადაუდგომელობითა ჴორცთა ბრძოლისაჲთა.

მოციქულისაჲ: ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ; ეგრეთცა ცოლი — ქმარსა (7,3).

თარგმანი: თანანადებობასა საქმისასა ვითარცა შჯულად დაუდებს, ხოლო თუ რაჲ არს პატივი იგი, შემდგომითა სიტყჳთა თარგმნის.

მოციქულისაჲ:...

სრულად ნახვა
თავი დ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: უკეთეს არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე (7,7-8).:

თარგმანი: ვინაჲთგან აყუედრა მათ, ვითარმედ: "უთმინოებისა თქუენისათჳს", ამისთჳს აწ ნუგემინის-სცემს და ეტყჳს, ვითარმედ: ქალწულებით ყოფაჲ მადლი არს ღმრთისა მიერი. ხოლო არა თუ ამას იტყჳს, თუ ჩუენ მიერი მოსწრაფებაჲ არა საჴმარ არს, რამეთუ მადლი ყოველივე დიდისა მოსწრაფებისა მიერ მოიგების, გარნა, ვითარცა ვთქუ, ნუგეშინის-საცემელად მათდა თქუა, ვითარმედ: კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს; რომელსამე — რაჲთა სრულიად განეყენოს ქორწინებასა, და რომელსამე — რაჲთა მეუღლე ესუას.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის