მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 7:7

6. But I speak this by permission, and not of commandment.7. For I would that all men were even as I myself. But every man hath his proper gift of God, one after this manner, and another after that.8. I say therefore to the unmarried and widows, It is good for them if they abide even as I.
1 Corinthians თავი 7
7. For I would that all men were even as I myself. But every man hath his proper gift of God, one after this manner, and another after that.
თავი დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულსაჲ: ხოლო ამას ვიტყჳ შენდობით, არა ბრძანებით. რამეთუ მე მნებავს ყოვლისა კაცისაჲ ყოფად, ვითარცა თავი თჳსი" (7,6-7).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ საქმესა ამას შჯულად დაგიდებ, ანუ ვიტყჳ თუ კეთილ არს, რომელმან ესე ქმნას და საქებელ არს ეგე, ვითარცა სათნოებისა მოქმედი, არამედ შენდობით ვიტყჳ ამას თქუენისა უთმინოებისათჳს და უძლურებისა, რამეთუ ვერ ძალ-გიც ბრძოლისა ჴორცთაჲსა თავს-დებად. ამისთჳს შემინდობია, რაჲთა არა განეშორებოდით ურთიერთას თჳნიერ ჟამსა მარხვისა და ლოცვისასა, რაჲთა არა იძლევოდით ჴორცთა ბრძოლისაგან. თუარა, უმჯობესი ესე არს, რაჲთამცა იყვენით, ვითარცა მე.

თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად ვითარცა თავი ჩემი, არამედ კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს ღმრთისაგან; რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ (7,7).:

თარგმანი: სადაცა ფიცხელსა რასმე და მძიმესა უბრძანებდეს, რაჲთა არა შეუძლებელ ჰგონონ, ამისთჳს თავსა თჳსსა სახედ მისცემს. და კუალად, რაჲთა არა შეაწუხნეს იგინი ყუედრებითა ჴორცთა მძლავრებისაჲთა, ამისთჳს უჩუენებს, ვითარმედ ქალწულებაჲ მადლი არს ზეგარდამო ღმრთისა მიერი. ხოლო არა ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ ზეგარდამოჲსა ოდენ მადლისა მიერ მომცემის, და არარაჲ კაცობრივი უჴმს მას მოსწრაფებაჲ, არამედ ამისთჳს აღასუბუქებს სიტყუასა თჳსსა, რაჲთა ნუგეშინის-სცეს მათ. უკუეთუ არა, ესე უეჭუელ არს, ვითარმედ ზეგარდამოჲ მადლი მოსწრაფებითა და მოღუაწებითა კაცთაჲთა უმეტესად მოიგებვის, არამედ ესე მათისა ნუგეშინის-ცემისათჳს, ზეგარდამო ღმრთისა მიერად მადლად იტყჳს ორსავე ამას. ვითარ რომელიმე ქალწულებასა იმარხავნ, ხოლო რომელიმე კმა-იყოფნ, რაჲთა ქორწინებისა ოდენ პატიოსნებაჲ დაიცვას შეუგინებელად. ხოლო ამას ნუმცა ვინ იჭუნეულ არს მოციქულისათჳს, ვითარმცა ოდესმე ცოლიერ ყოფილ იყო, და აწ განყენებით მმარხველ სიწმიდისა, რომელი-ესე უეჭუელ არს. რამეთუ ჰასაკსაღა სიჭაბუკისასა იყო, რაჟამს იწოდა უფლისა მიერ, რომლითა ცხად არს, ვითარმედ ყოვლად ქალწულებით დაცვულ იყო.

თავი დ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: უკეთეს არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე (7,7-8).:

თარგმანი: ვინაჲთგან აყუედრა მათ, ვითარმედ: "უთმინოებისა თქუენისათჳს", ამისთჳს აწ ნუგემინის-სცემს და ეტყჳს, ვითარმედ: ქალწულებით ყოფაჲ მადლი არს ღმრთისა მიერი. ხოლო არა თუ ამას იტყჳს, თუ ჩუენ მიერი მოსწრაფებაჲ არა საჴმარ არს, რამეთუ მადლი ყოველივე დიდისა მოსწრაფებისა მიერ მოიგების, გარნა, ვითარცა ვთქუ, ნუგეშინის-საცემელად მათდა თქუა, ვითარმედ: კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს; რომელსამე — რაჲთა სრულიად განეყენოს ქორწინებასა, და რომელსამე — რაჲთა მეუღლე ესუას.

ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ცოცხალთა ქება:

...დ მეტნიც იქნებოდნენ; ამიტომ ამბობს: „აღორძნდით და განმრავლდით“ (). ხოლო როცა სიკვდილი ძილად იქნა შეცნობილი, ქალწულების სიკეთეც შემოვიდა. ამიტომ პავლეც ამბობდა: „რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი“ (), ანუ თავშეკავებით; და კვლავ: „უმჯობეს არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე არა-ხებაჲ“ (). ქრისტეც ამბობს: „არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა“ (). სხვაგვარად კი დასაწყისშივე ამაზეც მიანიშნა: სათნოებაა საჭირო და არა მრავალშვილიანობა. და მოისმინე, როგორ. ერთი ბრძენი ამბობს: „ნუ ისურვებ უსარგებლო შვილთა სიმრავლეს, თუ მათთან ღვთის შიში არ არის; და ნუ მიენდობი მათ სიმრავლეს; რადგან უმჯობესია ერთი, ვიდრე ათასი, და უშვილოდ სიკვდილი - ვიდრე უღმრთო შვილების ყოლა; და უმჯობესია ერთი, რომელიც უფლის ნებას აღასრულებს, ვიდრე ათი ათასი ურჯულო“ ()...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ლოცვის სარგებლობა და ღვთის სიახლოვე:

...ისასა“** (). ასევე პავლეც ხშირად საკუთარ თავს წინ წამოსწევს, არა თავის ასამაღლებლად ან ქედმაღლობისთვის, არამედ რათა სხვებისთვის მაგალითი გახდეს; როგორც მაშინ, როცა ამბობს: „მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი“ (), ანუ თავშეკავებაში. ასევე დავითიც, როცა ჟამი ამას მოითხოვდა, წინ წამოსწევს თავის მხნეობას, რომელიც ღვთის შეწევნისაგან ჰქონდა, და ამბობს, რომ დათვებსაც ახრჩობდა და ლომებსაც ერკინებოდა; არც ის იმაღლებდა თავს, არამც და არამც, არამედ ამით თავის სიტყვას სანდოობას სძენდა. შეიძლება ვინმემ თქვას: „თუ სიმართლე მაქვს, რაღა საჭიროა ლოცვა, როცა თვით საქმე კმარა ყველაფრის წარმატებით შესასრულებლად და მომცემმა ღმერთმა ისედაც იცის, რაც გვჭირდება?“

იმიტომ, რომ ლოცვა ღვთისადმი სიყვარულის მცირე კავშირი როდია: ის ჩვენში მასთან საუბრის ჩვეულებას ამკვიდრებს და სიბრძნისმოყვარეობისკენ მიგვიძღვის. რადგან თუ საკვირველ ადამიანთან ურთიერთობით კაცი მრავალ ნაყოფს იმკის ამ ურთიერთობისაგან, მით უფრო ის, ვინც...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სახლის გამგებლობა და კეთილი მოწმობა:

...). მართებულად! რადგან მას მათგან საყვედურის ატანა მოუწევს. ალბათ ამიტომაც თქვა: „ერთის ცოლის ქმარ“ (), თუმცა სხვაგან ამბობს: „მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი“ (), ესე იგი, თავშეკავებაში. რადგან ზედმიწევნით მკაცრი ცხოვრების მოთხოვნა საქმეს ვიწრო ჩარჩოში მოაქცევდა, სწორედ ამიტომ მოითხოვა ზომიერი სათნოება. რადგან ყოველ ქალაქში წინამძღვარი უნდა დადგენილიყო; მოისმინე, როგორ წერს ტიტეს: „რაჲთა ... და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ“ (). მაგრამ რა, თუ კეთილი მოწმობა და კარგი სახელი აქვს, თვითონ კი ასეთი არ არის? უპირველესად, ეს ძნელია; რადგან სასურველია, მართალთ მტრებთანაც მართალი სახელი ჰქონდეთ. მაგრამ აქ მან მხოლოდ ამას არ დასჯერდა; არ თქვა: საჭიროა მას მოწმობა ჰქონდესო, არამედ: საჭიროა მას მოწმობაც ჰქონდესო, როგორც სხვა თვისებებთან ერთად ესეც; რადგან ნამდვილად მხოლო...

სრულად ნახვა