მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 8:1

1. Now as touching things offered unto idols, we know that we all have knowledge. Knowledge puffeth up, but charity edifieth.2. And if any man think that he knoweth any thing, he knoweth nothing yet as he ought to know.
1 Corinthians თავი 8
1. Now as touching things offered unto idols, we know that we all have knowledge. Knowledge puffeth up, but charity edifieth.
თავი ე
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ნაკერპავთა მათთჳს ვიცი, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გაქუს (8,1).:

თარგმანი: მიზეზი ნაკერპავთათჳს მხილებისაჲ ესე არს, რამეთუ რომელნიმე სრულნი იყვნეს სარწმუნოებითა და იცოდეს, ვითარმედ "არა შემავალი შეაგინებს კაცსა", და ვითარმედ კერპნი ქვანი და ძელნი არიან და არარა. ამისთჳს უკრძალავად შევიდოდეს ტაძრებსა კერპთასა და ჭამდეს ნაკერპავსა. და ესე საქმე თჳთ მათ სრულთაცა ავნებდა, რამეთუ ტაბლასა ეშმაკთასა ეზიარებოდეს და უსწავლელთაცა ავნებდეს, რამეთუ არა გამოიძიებდეს იგინი თუ გრილითა გონებითა იქმან ამას, არამედ საქმესა მას ოდენ ხედვიდეს და მიზეზსა მიიღებდეს კერპთა ზორვად, რამეთუ ჰგონებდეს თუ სრულნი იგი პატივისათჳს კერპთაჲსა ეზიარებოდეს ჭამასა ნაკერპავისასა. ამისთჳს მიუწერს და ამხილებს საქმისა მისთჳს.

თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო კერპთა ნაზორევთა მათთჳს ვიცით, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გუაქუს (8,1).:

თარგმანი: ესე იყო მიზეზ ნაზორევთათჳს მხილებისა, რამეთუ იყვნეს ვინმე კორინთელთაგანნი მეცნიერნი, ვითარმედ არა პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, და ვითარმედ არარა არიან კერპნი, თჳნიერ ძელ და ქვა; ამისთჳსცა დაუყენებელად შევიდოდეს ბილწთა მათ ტაძართა საკერპოთა და ურიდად ჭამდეს მათ შინა დაგებულსა მას ტაბლებსა და გემოსა-იხილვიდეს ნაზორევისასა, რომელი-ესე თჳთ მათცა სავნებელ ექმნებოდა, განსრულებულთა მეცნიერებითა, რამეთუ ეზიარებოდეს ტაბლებსა ეშმაკთასა, და კუალად, უსრულთა მათცა ავნებდეს-ვე, რომელნი არა გამოიკითხვიდეს ამას, თუ ვითარითა გულისჴმის-ყოფითა ჰყოფენ ამას სრულნი იგი, არამედ ხილულსა მას ოდენ საქმესა ხედვიდეს, და მიზეზ-იდგმიდეს მას ზორვისა კერპთაჲსა, ვითარ თუმცა სრულნიცა იგი პატივისათჳს კერპთაჲსა ეზიარებოდეს ტაბლათა მათ საკერპოთა. ამისთჳსცა აწ მოციქულმან, ვინაჲთგან უწყოდა მეცნიერებასა ზედა აღზუავებულებაჲ სრულთაჲ მათ, ამისთჳს ყოველთა საზოგადოდ ქონებასა მეცნიერებისასა დასაქენჯნელ ჰყოფს მათდა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის