მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 8:2

1. Now as touching things offered unto idols, we know that we all have knowledge. Knowledge puffeth up, but charity edifieth.2. And if any man think that he knoweth any thing, he knoweth nothing yet as he ought to know.3. But if any man love God, the same is known of him.
1 Corinthians თავი 8
2. And if any man think that he knoweth any thing, he knoweth nothing yet as he ought to know.
თავი ე
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მეცნიერებამან განალაღის, ხოლო სიყუარულმან აღაშენის. უკუეთუ ვინმე ჰგონებდეს, ვითარმედ იცის რაჲმე, არღა უცნობიეს, ვითარ-იგი ჯერ-არს ცნობად. ხოლო ვის უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ (8,1-3).:

თარგმანი: ზუაობდეს იგინი, ვითარმედ: მეცნიერებაჲ გუაქუს, ვითარმედ კერპნი არარა არიან და ამისთჳს ვჭამთ ნაკერპავსა. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ვიცი, ვითარმედ მეცნიერებაჲ გაქუს, გარნა სიყუარული არა გაქუს, და მეცნიერებაჲ ეგე არად სარგებელ არს, უკუეთუ სათნოებაჲცა არა ერთოს, რამეთუ ოდენ განალაღებს გულსა; ხოლო სიყუარული არს აღმაშენებელი სათნოებათაჲ.

კუალად ამითცა დაამდაბლებს ზუაობასა მეცნიერთასა, ვითარმედ: ჰზუაობთ თუ — ყოველივე კეთილად იცით! არამედ უწყოდეთ, ვითარმედ, რომელი ზუაობდეს...

თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვისმე ჰგონიეს, ვითარმედ იცის რაჲმე, არღა სადა უცნობიეს, ვითარ-იგი ჯერ-არს ცნობაჲ (8,2).:

თარგმანი: კუალად ამითცა დაამდაბლებს ცნობასა მათსა, ვითარმედ სოფლითი მეცნიერებაჲ არა ხოლო საზოგადო და აღმაზუავებელ არს თჳნიერ სიყუარულისა, არამედ არცაღათუ სრულ არს, ვითარ-იგი ჰგონებს, და ვითარ-იგი ჯერ-არს სრულებაჲ. ვინაჲცა თქუენ ჯერეთ არღა გიცნობიეს აღზუავებულ ხართ, და ამას უმეცარ ხართ, ვითარმედ არა ხოლო წინამდებარა ამის საძიებელისათჳს, არამედ არცა სხჳსა რაჲსათჳსმე იპოების აქა სრული მეცნიერებაჲ, რომელი-იგი მერმისა მის საუკუნოჲსა დამარხულ არს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის