მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 9:9

8. Say I these things as a man? or saith not the law the same also?9. For it is written in the law of Moses, Thou shalt not muzzle the mouth of the ox that treadeth out the corn. Doth God take care for oxen?10. Or saith he it altogether for our sakes? For our sakes, no doubt, this is written: that he that ploweth should plow in hope; and that he that thresheth in hope should be partaker of his hope.
1 Corinthians თავი 9
9. For it is written in the law of Moses, Thou shalt not muzzle the mouth of the ox that treadeth out the corn. Doth God take care for oxen?
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ კაცობრივ-მე ნუ ვიტყჳა ამას, ანუ არა შჯულიცა ამასვე იტყჳსა? რამეთუ შჯულსა მოსესსა წერილ არს: "არა შეუკრა პირი ჴარსა მლეწველსა" (9,8-9).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ჴორციელნი სახენი წარმოთქუნა, აწ დაჰრთავს, ვითარმედ ნუ ჰგონებთ თუმცა კაცობრივ ოდენ და არა წმიდათა წერილთა მიერ წამებითა დაგიმტკიცე თქუენ თანამდებობაჲ მოციქულთა თქუენთა გამოზრდისაჲ; რამეთუ აჰა საწამებელი სიტყუაჲ მეორისა შჯულისა წიგნისაგან.

თავი ჱ̂. ქებაჲ კორინთელთა მორჩილებისა და სიყუარულისაჲ, რომლითა-იგი მხიარულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დაღაცათუ მივწერე თქუენდა, გარნა არა სამე მავნებელისა მისთჳს, არცა ვნებულისა, არამედ ამისთჳს, რაჲთა გამოჩნდეს მოსწრაფებაჲ თქუენი ჩუენდა მომართ, და ჩუენი — თქუენდა მიმართ წინაშე ღმრთისა (7,12).:

...ისთჳს, არცა ვნებულისა" — ნუ გგონიეს წინააღმდგომ პირველისა მის ებისტოლისა თქუმულსა: "მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს" (). რამეთუ, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა გესმეს რაჲ, ვითარმედ: "არა თუ ჴართათჳს რაჲმე ეურვების ღმერთსა" (), არა ესე გიღირს თქუმად თუ: "ჴარნი განგდებულ არიან ღმრთისა მიერ ზრუნვისაგან". არამედ ესე, ვითარმედ: სახე იგი შჯულისა-მიერი უპირატეს უკუე კაცთათჳს თქუმულ არს, და ეგრეთღა — ჴართათჳს. ეგრეთვე აქა უპირატესი უკუე ზრუნვაჲ მოციქულისაჲ ერისა მისთჳს იყო, რაჲთა არა ერთისა ამის ასოჲსაგან ყოველსავე გუამსა განეფინოს სენი მისი, და ეგრეთღა შემდგომად თჳთ სნეულისა მისცა ასოჲსა ზრუნვიდა განკურნებასა.

მოციქულისაჲ: ამისთჳს ნუგეშინის-ცემულ ვართ ნუგეშინისცემასა მას თქუენსა ზედა (7,13).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს მიხარის, რამეთუ შეწუხებაჲ ესე ჩემი ნუგეშინის-ცემა გექმნა თქუენ, და განმართებითა თქუენთა ცთომილებათაჲთა არცა ერთი ჭირთა ჩემთაგანი ცუდ იქმნა თქუენთჳს.

მოციქულისაჲ: უმეტესადღა და უფროჲს განვიხარეთ სიხარულსა მას ზედა ტიტესსა, რამეთუ განსუენებულ არს სული მისი თქუენ ყოველთაგან, რამეთუ, რაჲცა-იგი მისსა მიმართ ვიძალე თქუენთჳს,...

სრულად ნახვა