მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Peter 1:15

14. As obedient children, not fashioning yourselves according to the former lusts in your ignorance:15. But as he which hath called you is holy, so be ye holy in all manner of conversation;16. Because it is written, Be ye holy; for I am holy.
1 Peter თავი 1
15. But as he which hath called you is holy, so be ye holy in all manner of conversation;
თავი გ̂. რაჲთა ღირსად შვილებისა მის ქრისტეს მიერისა ვცხონდებოდით და სარგებელისათჳს გარეშეთაჲსა დიდებად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ხოლო ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი გეხარა თქუენ: განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ, ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აღორძნდეთ საცხორებელად (1,25; 2,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუა ძალი ქადაგებისა და მეორედ შობისაჲ, ამისთჳს აწ იტყჳს თუ ვითარნი ჯერ-არიან შემწყნარებელნი მისნი, განშორებულნი ყოვლისა ბოროტისაგან და ძუელთა მათ ბილწთა საქმეთა ჩუეულებისა, და ესრეთ უზაკუველისა მის სძისა მივრბიოდით, რომელ არს თავად-თავადი მუჴლედობაჲ საუფლოთა მოძღურებათაჲ, რომელნი-იგი არიან სახარებასა შინა მოკლეობით და სრულებით, ვითარ-იგი არს: მიუტევეთ და მოგეტევნენ; ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ. ესე და ესევითარნი უჴმან სასწავლოდ ქრისტეს მიერ ჩჩჳლსა, რაჲთა მარტივობითა და მუჴლედობითა ადვილ იყოს მისსა სასწავლელად; რამეთუ, დაღაცათუ სრულებაჲ ჩუენი ჰნებავს საღმრთოსა შჯულსა, არამედ მცირედ-მცირედ აღზრდითა და ძალითი-ძალად აღსლვითა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი, რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა...

სრულად ნახვა
თავი ბ̂. სასოებისათჳს და სიწმიდისა თანა-ნადებისა შვილებისა მისთჳს და კრძალულებით ცხორებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ნუ თანა-ხატ-ექმნებით პირველთა მათ უმეცრებისა თქუენისა გულისთქუმათა, არამედ მწოდებელისა მისებრ თქუენისა წმიდისა და თქუენცა წმიდა იყვენით ყოველსავე მას შინა სლვასა თქუენსა, რამეთუ წერილ არს: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ (1,14-16).:

თარგმანი: ესე არს თანა-ხატ-ქმნაჲ, რაჟამს ჩუეულებაჲ მიიზიდვიდეს კაცთა პირველთა მათ უმეცრებისა გულისთქუმათა-რასმე-განსა მსგავსებად საქმით ანუ გულის-სიტყჳთ, რომლისა მბრძოლ განმჴდელ არს, რაჟამს ესე დაიდვას კაცმან გონებასა, ვითარმედ ღმრთივ-წოდებულ არს, და ესმის მისგან ლევიტელთა წიგნსა შინა სიტყუაჲ მათდა მიმართ, რომელნი მიეახლებოდიან მას, ვითარმედ: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის