მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Thessalonians 5:1

1. But of the times and the seasons, brethren, ye have no need that I write unto you.2. For yourselves know perfectly that the day of the Lord so cometh as a thief in the night.
1 Thessalonians თავი 5
1. But of the times and the seasons, brethren, ye have no need that I write unto you.
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის.“ ().

1. აღსასრულის ჟამის ძიების უსარგებლობა

არაფერი, როგორც ჩანს, ისე ზედმეტად ცნობისმოყვარე და უხილავისა თუ დაფარულის შეცნობისადმი ხარბი არ არის, როგორც ადამიანთა ბუნება. ეს კი ადამიანთა ბუნებას ჩვეულებრივ მაშინ ემართება, როცა გონება ჯერ არასრული და მოუმზადებელი აქვს. ასეა ბავშვებშიც: უფრო გულუბრყვილონი კითხვებით გამუდმებით ღლიან ძიძებსაც, აღმზრდელებსაც და მამებსაც; ამ კითხვებში კი სხვა არაფერია, თუ არა: „როდის იქნება ეს?“ და „როდის იქნება ეს?“ ეს კი განცხრომისაგანაც ხდება და იმისაგანაც, რომ საქმე არაფერი აქვთ. მაშ, ჩვენი გონება უკვე ბევრის სწავლასა და ჩაწვდომას ესწრაფვის, განსაკუთრებით კი აღსასრულის ჟამის გაგებას. <span...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ცრუ ცნობები უფლის მოსვლის შესახებ:

...„ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ" (). რადგან პირველ წერილშიც ამბობდა: „ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა" (). ამრიგად, მისული რომ ყოფილიყო, არაფრის დაწერა აღარ დასჭირდებოდა; მაგრამ რადგან საკითხის გადაწყვეტა გადადებული რჩებოდა, ამის გამო ამატებს ამ წერილს, როგორც ტიმოთესადმი წერილშიც ამბობს, რომ ზოგიერთნი „იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ აწვე იყოო, და გარდააქცევენ რომელთამე სარწმუნოებასა" ().

ამას კი იმისთვის აკეთებდნენ, რომ მორწმუნეებს აღარ ჰქონოდათ რაიმე დიდისა თუ ბრწყინვალის სასოება და შრომათა წინაშე გული გასტეხოდათ. რადგან მათ სასოება ამაგრებდა და არ უშვებდა, რომ აწმყო გასაჭირს დამორჩილებოდნენ. ეშმაკმა, თითქოს ამ ღუზის გადაჭრა განიზრახაო, სხვა გზას მიმართა: როცა ვერ შეძლო მათი დარწმუნება, რომ მომავალი მოვლენები სიცრუეა, რამდენიმე დამღუპველი ადამიანი წამოაყენა და ცდილო...

სრულად ნახვა