მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 1:10

9. But we had the sentence of death in ourselves, that we should not trust in ourselves, but in God which raiseth the dead:10. Who delivered us from so great a death, and doth deliver: in whom we trust that he will yet deliver us;11. Ye also helping together by prayer for us, that for the gift bestowed upon us by the means of many persons thanks may be given by many on our behalf.
2 Corinthians თავი 1
10. Who delivered us from so great a death, and doth deliver: in whom we trust that he will yet deliver us;
თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიჴსნნა ჩუენ და მიჴსნის (1,10).:

თარგმანი: არა უწოდს ჭირად, არამედ სიკუდილად, რაჲთა გამოაჩინოს სიმძიმე მისი; და კუალად, აღდგომასა გუამთასა დაუმტკიცებს, ვითარმედ: რაჲსა ურწმუნო არიან ვიეთნიმე მკუდართა აღდგომისათჳს, რამეთუ აჰა მისცა ღმერთმან სახედ ჩუენი ყოვლით კერძო მომკუდართაჲ, მხოლოდ მის მიერ განცხოველებაჲ.

ფსალმუნი 111-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. უკვდავი სიმართლე და ბნელში ნათელი:

...მაგრამ შემდეგ ამბობს: „არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი“ (), და „რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიჴსნნა ჩუენ“ (). ხედავ, როგორ ამობრწყინდა ნათელი?

განიხილე ეს სამ ყრმაზეც. რადგან დაწვას მოელოდნენ, მაგრამ უაღრესად სუფთა ცვარით დატკბნენ. ასევეა დანიელზეც და სხვა წინასწარმეტყველებზეც. თუ ვინმეს სურს ეს სხვა აღმყვანებელი გაგებით მიიღოს, დაინახავს, რომ ეს მთელ სამყაროშიც მოხდა. რადგან, როცა ბნელს მიწა და ზღვა ეპყრა და ცდომილება ყველგან იყო დაღვრილი, ქვემოდან ამობრწყინდა სიმართლის მზე. რადგან მაშინდელმა ადამიანებმა, ზეცა რომ მიატოვეს, ღმერთს მიწაზე ეძებდნენ; ამიტომ იქიდან გამოუჩნდა მათ, უძლურებთან თანამდაბლობით ჩამოსული, რათა უსასრულო სიმაღლისკენ აღეყვანა....

სრულად ნახვა