მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 1:11

10. Who delivered us from so great a death, and doth deliver: in whom we trust that he will yet deliver us;11. Ye also helping together by prayer for us, that for the gift bestowed upon us by the means of many persons thanks may be given by many on our behalf.12. For our rejoicing is this, the testimony of our conscience, that in simplicity and godly sincerity, not with fleshly wisdom, but by the grace of God, we have had our conversation in the world, and more abundantly to you-ward.
2 Corinthians თავი 1
11. Ye also helping together by prayer for us, that for the gift bestowed upon us by the means of many persons thanks may be given by many on our behalf.
თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელსა-იგი ვესავთ, ვითარმედ მერმეცა მიჴსნნეს თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს (1,10-11).:

თარგმანი: იხილე, ვითარ ყოველი ცხორებაჲ პავლესი განმზადებაჲ იყო ჭირთა და განსაცდელთა შემთხუევისა და მოლოდებისათჳს, რომელთაგან ჴსნასა გულპყრობილ არს. ამას თანა —სიმდაბლეცა გონებისა მისისაჲ; ვითარ კორინთელთა ლოცვისა თანაშემწეობასა ითხოვს, ერთბამად ორთა განმსწავლელად: მოძღუართა, ვითარმედ: უჴმს ლოცვაჲ მოწაფეთაჲ; და მოწაფეთა — ვითარმედ: თანამდებ არიან ლოცვად მოძღუართათჳს.

ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მოძღვრისათვის ლოცვა და სიტყვის გავრცელება:

...ს საქმეებზე ვზრუნავთ. ევედრეთ თითოეული, პირადადაც და ერთადაც.

იხილე პავლე, რომელიც ამბობს: „თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს, რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი მადლი მრავალთა მიერ სამადლობელ იქმნას თქუენთჳს." (); ესე იგი, რათა მრავალთ მისცეს მადლი. თუ ადამიანთა შორის ხალხი მივიდა და სასიკვდილოდ წაყვანილი მსჯავრდებულნი გამოითხოვა, მეფემ კი სიმრავლისგან მორიდებულმა თავისი განაჩენი შეცვალა, გაცილებით მეტად ღმერთიც მოილბობა თქვენით, არა სიმრავლის გამო, არამედ სათნოების გამო. რამეთუ სასტიკი მტერი გვყავს. რამეთუ თქვენგან თითოეული თავისას ზრუნავს და ფიქრობს, ჩვენ კი ერთად ყველასას; ბრძოლის იმ ნაწილში ვდგავართ, რომელიც იტანჯება. ეშმაკი უფრო სასტიკად იარაღდება ჩვენს წინააღმდეგ. რამეთუ ომებშიც მოწინააღმდეგე უწინარეს ყოვლისა მხედართმთავრის დამხობას ცდილობს. ამიტომ იქ ყველა თანამებრძოლი მირბის; ამიტომაც დიდი ხმაური დგება,...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მხნეობა, სიფხიზლე და წმინდანთა ლოცვა:

...უ უწყი, ვითარმედ ესე მექმნას მე საცხორებელად თქუენითა ვედრებითა და შეწევნითა სულისა ქრისტე იესუჲსითა“** (); და კვლავ: „თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს, რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი მადლი მრავალთა მიერ სამადლობელ იქმნას თქუენთჳს“ (). შენ კი ამბობ: „რად მჭირდება ლოცვა?“

ხოლო თუ უქმად ვართ, ვერცერთი მლოცველი ვერ შეძლებს, სარგებელი მოგვიტანოს. რა არგო იერემიამ იუდეველებს? განა მესამედ არ მივიდა ღმერთთან და მესამედ არ მოისმინა ეს აკრძალვა: „და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის და ნუ იოხ შეწყალებად მათდა, და ნუ ილოცავ და ნუ მოხუალ ჩემდა ამათთჳს, რამეთუ არა ვისმინო“ ()4? რა არგო საულს სამუელმა? განა უკანასკნელ დღემდე არ გლოვობდა მასზე და უბრალოდ ლოცვით კი არ შემოიფარგლებოდა?...

სრულად ნახვა