მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 1:22

21. Now he which stablisheth us with you in Christ, and hath anointed us, is God;22. Who hath also sealed us, and given the earnest of the Spirit in our hearts.23. Moreover I call God for a record upon my soul, that to spare you I came not as yet unto Corinth.
2 Corinthians თავი 1
22. Who hath also sealed us, and given the earnest of the Spirit in our hearts.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და აღგუბეჭდნა ჩუენ და მოგუცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა (1,22).:

თარგმანი: აღმბეჭდველ ჩუენდა არს ღმერთი მამაჲ, ხოლო საბეჭდავ — სული წმიდაჲ, რომლითა აღგუბეჭდავს ძისა მიერ თჳსისა. ხოლო წინდი რაჲ თქუა, ყოფადთა საუკუნეთაჲ იგი დაუსრულებელი ცხორებაჲ დაგჳმტკიცა, რამეთუ ყოველი წინდი უეჭუელად მისაცემელისა რაჲსმე ქადებასა დაამტკიცებს, რომლისათჳსცა მოციქული ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მან მტერ-ქმნულნი ესოდენ შემიყუარნა, რომელ საცხებელი იგი და ბეჭედი სულისაჲ აქავე მოსცა გულთა შინა ჩუენთა, სიმტკიცისათჳს გულსავსებისა, ვითარმედ უეჭუელად არა ცუდად წარსწყმედს იგი წინდსა მას თჳსსა, ვითარ არა უფროჲს მეგობარ მისსა ქმნულნი უეჭუელად ღირს ყვნეს კეთილთა მათ საუკუნეთა.

ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სულის მადლი და ქრისტეს სიტყვათა ძალა:

...მისი მეშვეობით სასწაულები ხდებოდა და ყველას ცოდვები იხსნებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მადლი, რომელიც ამდენ მხარეში ეძლევა, მაინც ძღვენის ერთგვარი ნაწილი და წინდია. რადგან ამბობს: „მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა“ (); მოქმედების ნაწილს გულისხმობს, რამეთუ ნუგეშისმცემელი ნამდვილად არ იყოფა.

იხილე, როგორი და რაოდენია წყარო: „რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, ხოლო სხუასა სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ მითვე სულითა, და სხუასა სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა, რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინაწარმეტყუელებაჲ, რომელსამე განკითხვაჲ სულთაჲ, და სხუასა თესლად-თესლადი ენათაჲ“ (). და ამდენი ნიჭი ამდენ ერში ნათლისღების მადლმა მთელ მიწაზე განავრცო; და ყოველივე ამას სულის ეს წვეთი აღასრულებს. რომ ეს წვეთი იყო, მან იმით ცხადყო, რომ თქვა: „მივჰფინო სულისაგან ჩემისა“ (), და იმი...

სრულად ნახვა