თარგმანი: საცნაურ მყოფელად იძულებით თქუმისა ესე იყავნ, რამეთუ მიფარულად იტყჳს თავისა თჳსისათჳს, ვითარცა სხჳსათჳს, ვითარმედ: "ვიცი კაცი". ხოლო "ქრისტეს მიერ" — ესე იგი არს, ვითარმედ არა საეშმაკოჲთა ჩუენებითა, რომელი-ესე ცრუმოციქულთა თჳს-ეყჳს, არამედ ქრისტეს მიერ და ძალითა მისითა, უზეშთაეს კაცობრივისა შეძლებისა. ხოლო "პირველ ათოთხმეტისა წლისა" — რამეთუ ესოდენთა ჟამთა თავსა შორის თჳსსა დაფარულსა — აწ იძულებით განაცხადებს სხუათა სარგებელისათჳს, რაჲთა არავინ ჰგონოს ამისი დაკლებულ ყოფაჲ ქრისტეს თუალითმხილველთაგან. ამისთჳს შემდგომად მათსა მოსრული უზეშთაეს მათ ყოველთა მისვე ქრისტეს მიერ აღიტაცების. და ესე "პირველ ათოთხმეტისა წლისა" — რაჲთა ცნან, ვითარმედ, უკუეთუ პირველ ესოდენთა წელთა ესოდენსა საზომსა აღწევნულ იყო, რადღა საძიებელ არს თუ აწ რაბამ აღმატებულ არს საზომითა ხედვათაჲთა. ხოლო შენ იხილე, ვითარ მაღალთაცა ამათ სიტყუათა შინა დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, რომლისამე ცნობითა და რომლისამე არა ცნობითა; რამეთუ ესე იცის, ვითარმედ უეჭუელად აღიტაცა; ხოლო ესე არღარა, — თუ ჴორცითა ანუ თჳნიერ ჴორცთასა; რომელი-ესე ვითარ-იგი მან გამოუცხადებელად, ეგრეთვე...
2 Corinthians 12:2
...ე სხუა-თა მახარებელთაგანმან მისთჳს, რამეთუ უყუარდეს ყოველნი უფალსა, ხოლო ესე უმეტეს ყოველთასა უყუარდა. ხოლო უკუეთუ სხუასა არავის უთქუამს ესე მისთჳს, არამედ თჳთ იტყჳს, ნუ გიკჳრს, რამეთუ ამას იქმს პავლეცა თჳსსა ჟამსა, რაჟამს ესრეთ ჯერ-იყოს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ვიცი კაცი უწინარეს ათოთხმეტისა წლისა“, და სხუათაცა უკუე მახარებელთა არამცირედ წარმოთქუეს მისთჳს შესხმაჲ. ანუ მცირე გგონიესა, რომელ იტყჳან, ვითარმედ: „ჰრქუა: შემომიდეგ მე. და მეყსეულად დაუტევა მამაჲ თჳსი და ყოველივე და შეუდგა მას“? ; და პეტრეს თანა აღვიდა მხოლოჲ იაკობითურთ თაბორს, ; ; და კუალად სხუასა ადგილსა სახლად იგი ოდენ შეიყვანა. და რაჟამს წარვიდა ლოცვად, იგინი განიყვანნა მის თანა. ; ანუ ამან მცირედი შესხმაჲ წარმოთქუა პეტრესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: პეტრე, გიყუარა?“...
...ზეცისაჲ მოიგეს ჴორც-თა შინა და განკიცხეს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ. ესევითარნი კეთილნი იქმნეს ჯუარ-ცუმითა უფლისაჲთა.
ხოლო გზაჲ იგი სამოთხისაჲ, რომელი პირველ ცოდვისა მიერ ჩუენისა დაჴშულ იყო, აწ განღებულ არს, რომელთაცა ენებოს შესლვაჲ, ვითარცა წამებს პავლე, რომელი ჴორცითავე მუნ მიიტაცა და ზეცად აღიტაცა. და ყოვლით კერძო დაიჴსნა ძალი ეშმაკისაჲ და ვითარცა გუელი ჭამს მიწასა; და რომელი იქადოდა სიმდიდრესა, განშიშულდა. ხოლო ჩუენ, დაგლახაკებულნი ესე, განვმდიდრდით. რამეთუ ამისთჳს დაგლახაკნა უფალი, რაჲთა ჩუენ სიგლახაკითა მისითა განვმდიდრდეთ. ხოლო ეშმაკი განშიშულდა და დაითრგუნა. და იქმნა დიდი ესე საკჳრველი სოფელსა შინა, რომელ კაცნი წადიერ არიან სიკუდილად, რაჲთა მივიდენ საუკუნესა მას, და სურის მეორედ მოსლვისათჳს მაცხოვრისა. ხოლო ბოროტსა მას ეშმაკსა, რომელსა პირველ ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ, აწ ეშინის მოსლვისა მისგან დიდებულისა და სასჯელისა მისგან ძრწის, რამეთუ იცის ცეცხლი იგი, განმზადებული მისთჳს და მსახურთა მისთათჳს, რამეთუ ამისთჳს დაისაჯა უფალი ჩემი ჴორცითა, რაჲთა ჩუენ გჳჴსნეს სასჯელისაგან და ეშმაკი დასაჯოს.
ხოლო ღმრთისმეცნიერებისა მისთჳს, რომელი განეფინა სოფელსა შინა, რადღა საჴმარ არს თქუმად, ვინაჲთგან საქმენი თჳთ ქადაგებენ; რამე...