თარგმანი: ვითარცა-იგი საკუმეველი იკუმევინ მიმოღებითა საცეცხურისაჲთა, ეგრეთვე ჩუენ მიმოგუაქუსო ზეცისა იგი სულნელებაჲ, ხოლო უკუეთუ ვინმე ცხონდების გინათუ წარწყმდების, სახარებასა იგივე და ერთი შეუცვალებელი ქებაჲ აქუს სათნოებისა თჳსისაჲ, რამეთუ მისი საქმე ცხოვნებაჲ ოდენ არს და არა წარწყმედაჲცა. ხოლო წარწყმედაჲ იგი თჳთ წარწყმედულთა მათ ნებისა საქმე არს, ვითარცა-იგი მზესა მხედველთა უძლურთა და თაფლი სასათა, განრყუნილთა სნებისაგან ბნელ და მწარე აღუჩნდიან. არა მსგავსად ბრწყინვალებისა და სიტკბოებისა ბუნებათა მათთაჲსა, არამედ ვითარ-იგი იყვის განრყუნილებაჲ ბუნებისაგან განჴუებულთაჲ მათ. და კუალად, არა ხოლო მიჰრონსა მას ზეცისასა მიმოდავსდებთ, ყოველთა შორის განფენითა სულნელებისა მისისაჲთა, არამედ თჳთ ჩუენცა სულნელებანი ვართ წარმოუცალიერებელისა მის მიჰრონისა ქრისტესნი, რამეთუ დღითი-დღე მისთჳს მოვსწყდებით და გარეშეთა მიერ მარადღე სიკუდიდ მივეცემით. და რამეთუ მსხუერპლად მისსა განგჳკუთნვან თავნი თჳსნი, უშიშად და კადნიერებით ქადაგებითა სახელისა მისისაჲთა, არა ხოლო ცხოვნებულთა მათ შორის, რომელ არიან მორჩილნი და შემწყნარებელნი ქადაგებისა ჩუენისანი, არამედ...
2 Corinthians 2:15
...ხვისა და უპირფერო რწმენის ფასად. იყიდე ეს ნელსაცხებელი, რომლის სურნელს მთელი მსოფლიოს აღვსება შეუძლია; ამას აფრქვევდნენ მოციქულები; „რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ... რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად" (), — ამბობს. აბა, ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ღორიც კი, ამბობენ, ამ კეთილსურნელებისგან იხუთება.
მოციქულთა მხოლოდ სხეული კი არა, მათი სამოსიც სულიერ ნელსაცხებელს აფრქვევდა. რადგან პავლეს სამოსი ისე კეთილ სურნელს აფრქვევდა, რომ ეშმაკებს განდევნიდა. რომელ ფოთოლზე, რომელ კასიაზე, რომელ მურზე უფრო ტკბილი და უფრო სასარგებლო არ არის ეს კეთილსურნელება? რადგან თუ ეშმაკებს განდევნიდა, სხვა რას აღარ აღასრულებდა? მოვამზადოთ ეს ნელსაცხებელი; ამზადებს კი მას მოწყალების მეშვეობით სულიერი მადლი. ამავე სურნელს გავაფრქვევთ იქაც, როცა წავალთ, და წმინ...
...ანწყობამ სულნელად კვამლი და სიმყრალე, და ყოველივე, რაც ამ (ცხოველთა დაწვისას) უსიამოვნო იყო. აი, ამიტომ თქვა პავლემაც თავის ეპისტოლეში: "რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა: რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად" (). "სული სულნელებისაჲ (იყნოსა უფალმან)". ნუ შეგაცბუნებს გამოთქმის უხეშობა, არამედ, სიტყვებში ამგვარი შეწყნარების მიზეზად საკუთარი შენი სისუსტე მიაჩნიე, და აქედან გაიგე, რომ მართლის შესაწირავი სასიამოვნო იყო (ღვთისთვის). და, რომ თავად გამოცდილებიდან ვიცოდეთ, რომ თვით უფალი არაფერს საჭიროებს და (ნოეს) მსხვერპლი სხვა არაფრისთვის კეთილინება მიეღო, გარდა ადამიანთა მადლიერებისკენ აღძვრისა, ამისთვის იგი ყველაფერს ცეცხლს მისცემდა, რათა თავად შემომწირველებმა ეცნოთ აქედან, რომ ყოველივე მათივე სასარგებლოდ კეთდება. მაგრამ რისთვის, მითხარი, საერთოდ ნება რთავს მას მსხვერპლი შესწიროს? კვლავ ადამიანის სისუსტისადმი შეწყნარების გამო. რადგან ადამიანები, თანდათან უზრუნველობას მიეცნენ, მომავალში მოიგონებდნენ საკუთარ ღმერთებს და მათ შესწირავდნენ მსხვერპლს, ამიტომ ღმერთმა წინასწარ კეთილინება, რომ მსხვერპლი მას შესწირებოდა, რათა, ყოველ შემთხვევაში,...