მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Samuel 16:11

10. And the king said, What have I to do with you, ye sons of Zeruiah? so let him curse, because the LORD hath said unto him, Curse David. Who shall then say, Wherefore hast thou done so?11. And David said to Abishai, and to all his servants, Behold, my son, which came forth of my bowels, seeketh my life: how much more now may this Benjamite do it? let him alone, and let him curse; for the LORD hath bidden him.12. It may be that the LORD will look on mine affliction, and that the LORD will requite me good for his cursing this day.
2 Samuel თავი 16
11. And David said to Abishai, and to all his servants, Behold, my son, which came forth of my bowels, seeketh my life: how much more now may this Benjamite do it? let him alone, and let him curse; for the LORD hath bidden him.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ეგრევე დევნეს წინაწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა“ (5,12).:

...უტევა ყოველივე იგი, რომელი შეემთხჳა, და ძჳრისმეტყუელებისა მისთჳს სემიესა მისაგებელსა ეძიებდა ღმრთისაგან და იტყოდა: „აცადეთ, მგმობდეს და მწყევდეს. ვინ უწყის, უფალსა თუ ურქუამს, ვითარმედ ძჳრისმეტყუელად აღუდეგ დავითს, რაჲთა იხილოს უფალმან დამდაბლებაჲ ესე ჩემი და მომაგოს მე კეთილი წყევისა მის წილ“.

ეგრეთვე პავლე არა ტანჯვათა ხოლო და დევნულებათა, არამედ ყუედრებათაცა დიდად საქებელ-ჰყოფს და მიუწერს: „მოიჴსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა შინა ნათელ-იღეთ და მრავალი ღუაწლი დაითმინეთ ვნებათაჲ, ესე არს, ყუედრებათა და ჭირთა შინა სოფლის სახილველ იქმნენით“. ვინაჲთგან უკუე ესრეთ საჭირო არს და შესაწუხებელ საქმე ესე, ამისთჳს სასყიდელი ფრიადი აღუთქუა უფალმან არა ამას საწუთროსა, არამედ ცათა შინა, სასოებითა მით საუკუნოჲთა, დაუსრულებელითა მით და წარუვალითა. და იხილე, რავდენთა მცნებათა შემდგომად დადვა ესე. არა თუ ცუდად ქმნა, არამედ რაჲთა აუწყოს, ვითარმედ უკუეთუ ვინ არა პირველად იგი ყოველივე მოიგოს და ყოვლითავე შეიჭუროს, ვერ ჴელ-ეწიფების ამას ასპარეზსა შესლვად. ამისთჳსცა პირველითგან იწყო და შემდგომითი შემდგომად ვითარცა ჯაჭჳ ოქროჲსა შეგჳთხზნა, რამეთუ რომელი მდაბალ იყოს და შემუსრვილ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ წარავლინნა და მოსწყჳდნა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა, ორით წლითგანი და უდარესი, ჟამისა მისებრ, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან“ (2,16).:

...ოიჴსენეთ დავითისი, ოდეს-იგი სემიე გამოვიდა ძჳრისმეტყუელად, სწყევდა და ქვითა ესროდა დავითს და მტუერსა გარდაასხმიდა, და ერისთავთა მათ ენება მოკლვაჲ მისი, რაჲ-იგი ჰრქუა მათ მეფემან, ვითარმედ: „აცადეთ, მგმობდეს და მწყევდეს, რაჲთა იხილოს უფალმან დამდაბლებაჲ ესე ჩემი და მომაგოს მე კეთილი წყევისა მის წილ“. და კუალად ფსალმუნთა შინა იტყჳს: „იხილე, რამეთუ მტერნი ჩემნი განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე, და შენ მომიტევენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი“. და ლაზარე ამისთჳს მიემთხჳა განსუენებასა, რამეთუ მრავალნი ჭირნი შეემთხჳნეს სოფელსა შინა უძლურებისა და გლახაკებისანი და მრავალნი წუნობანი და შეურაცხებანი მდიდრისა მისგან. ამისთჳს ვიტყჳ, ვითარმედ: არარაჲ ევნების კაცსა მოწევნულთაგან მის ზედა ჭირთა და შეურაცხებათა და განსაცდელთაგან, უკუეთუ ახოვნად თავს-ისხნეს იგინი, არამედ უფროჲსღა დიდად სარგებელ ეყოფის, გინა თუ ღმრთისა მიერ მოივლინნეს მის ზედა განსაცდელნი, გინა თუ ეშმაკისა მიერ იტანჯებოდის და იგუემებოდის, ანუ თუ კაცთაგან ძჳრი შეემთხუეოდის.

თქუას უკუე მეტყუელთაგანმან ვინმე, ვითარმედ: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე კაცთათჳს ჰასაკითა სრულთა, რომელნი მრავალთა ბრალთა თანამდებ არიან, ხოლო რ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ გ სიმდაბლისათჳს:

...და ურიდად აგინებდა მას და აყუედრებდა. ხოლო იგი არა განრისხნა, არცა სიტყუა-უგო, რამეთუ სიმდაბლესა და გლოასა აღმოეფხურა სული მრისხანებისაჲ მისგან. ამის-თჳსცა ინება რაჲ ერისთავმან მან მისლვაჲ და მოკლვაჲ უკეთურისა მის, არა შეუნდო დავით, არამედ იტყოდა, ვითარმედ: „ღმერთმან უბრძანა მას ესევითარისა სიტყუად“. და კუალად, სხუასა ადგილსა ეტყოდეს რაჲ მღდელნი, რაჲთა კიდობანსა მას მის თანა ავლებდეს, არა ჯერ-იჩინა, არამედ უღირსად შეჰრაცხა თავი თჳსი და თქუა: „უკუეთუ მიჴსნას ღმერთმან განსაცდელთა ამათგან, ვიხილო შუენიერებაჲ მისი ტაძარსა შინა. ხოლო მრქუას თუ, ვითარმედ: არა გინებე შენ, იყავნ ჩემ ზედა, რაჲ-იგი სათნო არს მის წინაშე“.

იხილეა გული შემუსრვილი? და კუალად, რაჲ-იგი საულს ზედა ქმნა ერთ და ორგზის, არა დიდი იგი საზომი სრულებისაჲ აჩუენაა? რამეთუ არა ძუელსა ოდენ რჩულსა წარჰჴდა, არამედ მცნებათაცა სახარებისათა მიეახლა. არა შურს-იგებდა, არა განრისხნებოდა, არამედ ყოველსავე მადლობით შეიწყნარებდა ღმრთისაგან. ამისთჳსცა კუალად, აბესალომის ზე ხედვიდა რაჲ ურჩულოსა მას მამისა მბრძოლსა, ძმისა მკლველსა, მაგინებელსა და ბილწსა მჯდომარედ საყდართა სამეუფოთა და თავსა თჳსსა მეოტად, შეურაცხად და...

სრულად ნახვა