მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Thessalonians 1:2

1. Paul, and Silvanus, and Timotheus, unto the church of the Thessalonians in God our Father and the Lord Jesus Christ:2. Grace unto you, and peace, from God our Father and the Lord Jesus Christ.3. We are bound to thank God always for you, brethren, as it is meet, because that your faith groweth exceedingly, and the charity of every one of you all toward each other aboundeth;
2 Thessalonians თავი 1
2. Grace unto you, and peace, from God our Father and the Lord Jesus Christ.
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიასა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა." ().

1. მადლი, რწმენის ზრდა და სიყვარული

ადამიანთა უმრავლესობა ყველაფერს აკეთებს და ხერხსაც იგონებს, რათა მთავრებთანაც და საკუთარ თავზე აღმატებულებთანაც რაიმე მადლი მოიპოვოს; ამას დიდ საქმედ მიიჩნევენ და თავს ნეტარად თვლიან, თუ საწადელს მიაღწევენ. ხოლო თუ ადამიანებთან მადლის მიღება ასეთი დიდი რამ არის, ღმერთთან მადლის პოვნა რამდენად დიდი იქნება? ამიტომაც პავლე ყოველთვის სწორედ მადლს აყენებს თავისი წერილის დასაწყისში და მასვე გამოითხოვს მათთვის, რადგან იცის: თუ მადლი იქნება, შემდგომ აღარაფერი დარჩება სამწუხარო, არამედ რაც კი მძიმე იქნება, ყოველივე განიხსნება. და რომ გაიგოთ: იოსები მონა იყო, ახალგაზრდა, გამოუცდელი, მოუმზადებელი; უეცრად მთელი სახლის...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ძმური შეგონება და ეკლესიური მშვიდობა:

...იყო ლოცვა და არა უბრალოდ მეგობრობის ნიშანი. ამით იწყებდა და ამითვე ამთავრებდა; ნათქვამს ორივე მხრიდან დიდი ზღუდეებით შემოღობავდა, მტკიცე საძირკვლებს დებდა და დასასრულსაც მტკიცეს მოაყოლებდა. ამბობს: „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ“ (); და კვლავ: „მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა.“ (). „ამინ.“ (). ეს უფალმაც აღუთქვა მოწაფეებს, როცა თქვა: „და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.“ (). მაგრამ ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენ გვსურს; რადგან იგი ყველა შემთხვევაში არ იქნება ჩვენთან, თუ თავადვე გავშორდებით. ამბობს: „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა“ (). მაშ, ნუ განვდევნით მადლს....

სრულად ნახვა